"მოდით და ჩემი 10 წლის თემო დააკავეთ! გიჟდება აქციებზე და იქ ვინც დგას, ყველა უყვარს" - რას წერს მაკა ჩიჩუა? - კვირის პალიტრა

"მოდით და ჩემი 10 წლის თემო დააკავეთ! გიჟდება აქციებზე და იქ ვინც დგას, ყველა უყვარს" - რას წერს მაკა ჩიჩუა?

ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მაკა ჩი­ჩუა ეხ­მა­უ­რე­ბა 4 ოქ­ტომ­ბრის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­კა­ვე­ბებს და წერს:

"მო­დით და ჩემი 10 წლის თემო და­ა­კა­ვეთ! გიჟ­დე­ბა აქ­ცი­ებ­ზე და იქ ვინც დგას, ყვე­ლა უყ­ვარს...

გრძნობს, რომ იქ სა­უ­კე­თე­სო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან ამა ქვეყ­ნი­სა...

ჯერ ბო­ლომ­დე არ იცის და ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, ეს რის­თვის ხდე­ბა, მაგ­რამ გრძნობს რომ იქ სი­კე­თეა, სიყ­ვა­რუ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა და პრო­ტეს­ტი ჩაგ­ვრის წი­ნა­აღ­მდეგ!

ბევ­რი კი­თხვა აქვს და გულ­შე­მატ­კივ­რობს დრო­შე­ბი­დან გუ­ლან­თე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს... პა­ტა­რა თემო, რო­მე­ლიც გა­სარ­თობ ცენ­ტრსა და ატ­რაქ­ცი­ო­ნებს შო­რის, არ­ჩე­ვანს აქ­ცი­ა­ზე აკე­თებს", - წერს ჩი­ჩუა.