ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სუს-ში დაიბარეს - "ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ"
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ნადარეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„მეც დამიბარეს, ოღონდ სუს-ში. ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ თურმე“, - წერს ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით, ბაჩო ახალაია უწყებაში ხმის ნიმუშის აღების მიზნით და მოწმის სახით გამოსაკითხად არის დაბარებული.
"ინტერპრესნიუსი"