”ესპანეთში წასაგებად არ ჩამოვსულვართ!მერჩივნა, ლამინ იამალს ეთამაშა, მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელების ხილვა მსურს” - რა თქვა ესპანეთთან მატჩის წინ ვილი სანიოლმა? - კვირის პალიტრა

”ესპანეთში წასაგებად არ ჩამოვსულვართ!მერჩივნა, ლამინ იამალს ეთამაშა, მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელების ხილვა მსურს” - რა თქვა ესპანეთთან მატჩის წინ ვილი სანიოლმა?

”ესპანეთში წასაგებად არ ჩამოვსულვართ!” - განუცხადა ესპანეთთან მატჩის წინ ჟურნალისტებს ვილი სანიოლმა.

“ფეხბურთის მოყვარული ვარ, ამიტომ მერჩივნა, ლამინ იამალს ეთამაშა, მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელების ხილვა მსურს.” “ესპანეთის ტრავმირებულებზე მეკითხებით, გუნდის, რომელსაც ერთ პოზიციაზე 5-6 თანაბარი დონის მოთამაშე ჰყავს. ეს ევროპის საუკეთესო გუნდია დღეს, პორტუგალიასთან ერთად. ისინი სხვებზე წინ არიან.” “ესპანეთთან ბოლო მატჩის შემდეგ იმედგაცრუებულები ვიყავით, ვიგებდით, შემდეგ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და ვგრძნობდით, რომ მეტის მიღება შეგვეძლო. ხვალ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, საუკეთესო ხარისხის საჩვენებლად”. “ესპანეთში წასაგებად არ ჩამოვსულვართ, წინასწარ ანგარიშზე შეგუებული არცერთ თამაშზე არ გავდივართ, ეს ჩვენს DNA-ში არ ზის”.

ცნობისთვის, ესპანეთის და საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, ელჩეში, საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.