"შვილი რომ გარდაეცვალა, ოთახიდან ყველა ხატი გამოიტანა, რწმენა დაკარგა... ვერიკო ამ მდგომარეობიდან პატრიარქმა გამოიყვანა" - დრამატული დედოფლის ცხოვრება კულისებს მიღმა
ვერიკო ანჯაფარიძე - სახელი, რომელიც ქართული სცენისა და ეკრანისთვის ხელშეუხებელ, დიდებულ ფიგურასთან ასოცირდება. თუმცა, როგორი იყო დრამატული დედოფლის ცხოვრება კულისებს მიღმა? მსახიობი და მხატვარი ნიკუშა შენგელაია, გადაცემაში "შუადღეში", მაყურებელს ბებიის, ვერიკო ანჯაფარიძის, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ დეტალებს უზიარებს.
შვილის, რამაზ ჭიაურელის ნაადრევი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი, ომისდროინდელი ტვირთი და რწმენის დროებითი დაკარგვა - ეს ის დრამებია, რომლებსაც ვერიკო საზოგადოებას უმალავდა, მაგრამ რომლებიც მის სახეზე და ღამის ქვითინში იკითხებოდა. ვერიკოს შვილი, რამაზ ჭიაურელი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- ვერიკოს სპექტაკლს რომ დავესწარი პირველად 10-12 წლის ვიყავი. სცენაზე რომ გამოვიდა, ყველა ატირდა, ძალიან გამიკვირდა. მაყურებელი არ ვიყავი, მომლოდინე ვიყავი, დატოვებული ბავშვი. საოცარი ენერგია ჰქონდა, დრამატული მსახიობი იყო. ისეთ ასაკში იყო, რომ მის ტოპ სპექტაკლებს ვერ მოვესწარი. სახლშიც დრამატული იყო, ხშირად მახსოვს ხელზე დაყრდნობილი, ჩამოკიდებული თავით.გააგრძელეთ კითხვა