რით დასტურდება, რომ არტანუჯში ნაპოვნი სამარხი აშოტ კურაპალატს ეკუთვნის - დეტალები ქართველი არქეოლოგისგან, რომელიც გათხრებს ესწრებოდა - კვირის პალიტრა

რით დასტურდება, რომ არტანუჯში ნაპოვნი სამარხი აშოტ კურაპალატს ეკუთვნის - დეტალები ქართველი არქეოლოგისგან, რომელიც გათხრებს ესწრებოდა

თურ­ქმა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა პრო­ფე­სორ ოს­მან აი­თე­ქი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, არ­ტა­ნუ­ჯის (გე­ვ­ჰერ­ნი­კის) ცი­ხე­ში ქარ­თვე­ლი მე­ფის, აშოტ I დი­დის (კუ­რა­პა­ლა­ტი) სა­მარ­ხი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სა­მარ­ხი წმინ­და პეტ­რე-პავ­ლეს ტა­ძარ­ში, აფ­სი­დის ქვეშ არის გან­თავ­სე­ბუ­ლი და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ის აშოტ პირ­ველს ეკუთ­ვნის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აკ­ლდა­მა­ში ნეშ­ტი არ უპო­ვი­ათ, მისი მდე­ბა­რე­ო­ბა ზუს­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წყა­რო­ებ­ში სა­მარ­ხის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ ჩა­ნა­წე­რებს. ეს აღ­მო­ჩე­ნა ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის პირ­ვე­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა.

გა­თხრე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, დოქ­ტორ ოს­მან აი­თე­ქი­ნის თქმით, არ­ქე­ო­ლოგ­თა ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა 2 მეტ­რის სიგ­რძი­სა და 1,8 მეტ­რის სი­გა­ნის ქვის თა­ღით გა­და­ხუ­რუ­ლი სა­მარ­ხი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ეკ­ლე­სი­ის აფ­სი­დის ქვე­შაა გან­თავ­სე­ბუ­ლი.რო­გორც აი­თე­ქინ­მა აღ­ნიშ­ნა, „შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თულ წყა­რო­ებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რომ მეფე აშო­ტი დაკ­რძა­ლუ­ლია სწო­რედ ამ ეკ­ლე­სი­ა­ში“.

"სა­მარ­ხის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა და სტრუქ­ტუ­რა სრუ­ლად ემ­თხვე­ვა ჩა­ნა­წე­რებს. მეც­ნი­ე­რუ­ლად, ჩვენ ახლა შეგ­ვიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­როთ აშოტ დი­დის სა­მარ­ხის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა თურ­ქუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­ის სა­ხე­ლი­თაც“, – აღ­ნიშ­ნა აი­თე­ქინ­მა.გააგრძელეთ კითხვა