რით დასტურდება, რომ არტანუჯში ნაპოვნი სამარხი აშოტ კურაპალატს ეკუთვნის - დეტალები ქართველი არქეოლოგისგან, რომელიც გათხრებს ესწრებოდა
თურქმა არქეოლოგებმა პროფესორ ოსმან აითექინის ხელმძღვანელობით, არტანუჯის (გევჰერნიკის) ციხეში ქართველი მეფის, აშოტ I დიდის (კურაპალატი) სამარხი აღმოაჩინეს. სამარხი წმინდა პეტრე-პავლეს ტაძარში, აფსიდის ქვეშ არის განთავსებული და ვარაუდობენ, რომ ის აშოტ პირველს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ აკლდამაში ნეშტი არ უპოვიათ, მისი მდებარეობა ზუსტად შეესაბამება შუა საუკუნეების წყაროებში სამარხის შესახებ არსებულ ჩანაწერებს. ეს აღმოჩენა ისტორიული წყაროების პირველი არქეოლოგიური მტკიცებულებაა.
გათხრების ხელმძღვანელის, დოქტორ ოსმან აითექინის თქმით, არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა 2 მეტრის სიგრძისა და 1,8 მეტრის სიგანის ქვის თაღით გადახურული სამარხი, რომელიც უშუალოდ ეკლესიის აფსიდის ქვეშაა განთავსებული.როგორც აითექინმა აღნიშნა, „შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში მოხსენიებულია, რომ მეფე აშოტი დაკრძალულია სწორედ ამ ეკლესიაში“.
"სამარხის არქიტექტურული მდებარეობა და სტრუქტურა სრულად ემთხვევა ჩანაწერებს. მეცნიერულად, ჩვენ ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ აშოტ დიდის სამარხის ადგილმდებარეობა თურქული არქეოლოგიის სახელითაც“, – აღნიშნა აითექინმა.გააგრძელეთ კითხვა