პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:1 მარცხდება - კვირის პალიტრა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:1 მარცხდება

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან 0:1 მარცხდება.

მოლოდინისამებრ მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, ქოჩორაშვილთან კონტაქტისას ტორესი საჯარიმოს ხაზთან წაიქცა, ეპიზოდი მსაჯმა გადაამოწმა და პენალტი არ დანიშნა. სწრაფი კონტრშეტევისას პორომ კვარაცხელია ხელით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი სახიფათო მომენტი ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ოიარსაბალის თავური არაზუსტი გამოდგა. შემდეგ კი პინომ მამარდაშვილის კარი დალაშქრა. მორიგი იერიშისას პირისპირ გასული ტორესი მამარდაშვილმა წააქცია და თავად ტორესის დარტყმული თერთმეტმეტრიანი გიორგიმ მოიგერია. „ჯვაროსნები“ თამაშის დალაგებას და შეტევას ვერ ახერხებდნენ და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. წყარო