"არსებობს მომენტები, როცა სული ორად იყოფა... ნამდვილი გამარჯვება ის არის - არასდროს დაივიწყო საიდან მოდიხარ" - რას წერს ილია თოფურია?
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოსთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის წინ ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა, შემდეგ კი ქართველ ფეხბურთელებსაც შეხვდა. სანამ თოფურია ქართველებს შეხვდებოდა თამაშის წინ, მისმა გადაწყვეტილებამ, რომ ესპანელებს წარმატება უსურვა, ქართველი გულშემატკივრები გაანაწყენა, თუმცა მოგვიანებით, გაირკვა, რომ UFC-ის ჩემპიონი ჩვენს ბიჭებსაც ესტუმრა.
როგორც ჩანს, თოფურიას არ გამოჰპარვია მის მიმართ გამოხატული ბრაზი და ემოციურ პოსტს წერს სოციალურ ქსელში:
"არსებობენ მომენტები, როცა სული ორად იყოფა, მაგრამ გული მადლიერებით ივსება. ვამაყობ ჩემი ფესვებით, იმ გზებით, რომლებმაც აქამდე მომიყვანა და იმ ადამიანებით, რომლებიც თითოეულ ნაბიჯზე მაძლიერებენ. ნამდვილი გამარჯვება ის არის - არასდროს დაივიწყო საიდან მოდიხარ და ღირსებით, გულით გააგრძელო გზა" - წერს თოფურია.