"როდესაც ასეთ დონეზე თამაშობს, უშანსოდ ხარ" - რა თქვა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"როდესაც ასეთ დონეზე თამაშობს, უშანსოდ ხარ" - რა თქვა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ?

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის მე­სა­მე ტურ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სტუმ­რად ეს­პა­ნეთ­თან 0:2 და­მარ­ცხდა. მატ­ჩის შემ­დეგ ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა, ვილი სა­ნი­ოლ­მა გა­ა­კე­თა.

ვილი სა­ნი­ო­ლი"შეგ­ვიძ­ლია ვცა­დოთ და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ, მაგ­რამ რო­დე­საც ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბი ასეთ დო­ნე­ზე თა­მა­შობს, უშან­სოდ ხარ - ეს უნდა მი­ვი­ღოთ. ჩვე­ნი ერთ-ერთი ამო­ცა­ნა იყო, ნაკ­ლე­ბი ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მიგ­ვე­ღო. რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თელს მომ­დევ­ნო მატ­ჩის გა­მო­ტო­ვე­ბა ემუქ­რე­ბო­და და ვი­ცით, რომ თურ­ქეთ­თან შეხ­ვედ­რა ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და ვფიქ­რობ, რომ სამ დღე­ში ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს. ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ბევ­რს ვსა­უბ­რობთ და მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა­ში მათი მხრი­დან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ თა­მაშს ველი. სამი დღე ძა­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად საკ­მა­რი­სი არ არის, თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე ფეხ­ბურ­თი ასეა მო­წყო­ბი­ლი - არას­დროს გაქვს საკ­მა­რი­სი დრო. ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან ასეთ გრა­ფიკს და ვეც­დე­ბით, რომ ძა­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად აღ­ვიდ­გი­ნოთ.

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბით ვიმ­გზავ­როთ - ამ­ჯე­რა­დაც ასე იქ­ნე­ბა და მად­ლი­ე­რი ვარ. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლის­ხმე­ვა და­დე­ბით შე­დეგს გა­მო­ი­ღებს“.

წყარო