ევ­რო­კავ­ში­რი დღე­ი­დან, 12 ოქ­ტომ­ბრი­დან, სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის წე­სებს ცვლის - რა უნდა გავითვალისწინოთ? - კვირის პალიტრა

ევ­რო­კავ­ში­რი დღე­ი­დან, 12 ოქ­ტომ­ბრი­დან, სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის წე­სებს ცვლის - რა უნდა გავითვალისწინოთ?

ევ­რო­კავ­ში­რი დღე­ი­დან, 12 ოქ­ტომ­ბრი­დან, სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის წე­სებს ცვლის, რა­საც ყვე­ლა წევ­რი ქვე­ყა­ნა უნდა შე­უ­ერ­თდეს. პრო­ცე­დუ­რა სა­ხის სკა­ნი­რე­ბა­სა და თი­თის ანა­ბეჭ­დის აღე­ბას მო­ი­ცავს.

ის ქვე­ყა­ნა­ში შე­მა­ვა­ლი და გა­მა­ვა­ლი ყვე­ლა პი­რის­თვის მუდ­მი­ვად იმოქ­მე­დებს.ევ­რო­კავ­ში­რის ამო­ცა­ნა არა­ლე­გა­ლურ მიგ­რა­ცი­ას­თან ბრძო­ლა და მო­ნა­ცემ­თა სა­კუ­თა­რი ბა­ზის მო­დერ­ნი­ზე­ბაა, რომ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა ერ­თმა­ნეთ­თან და­ა­კავ­ში­როს, უსაფრ­თხო­ე­ბა გა­აძ­ლი­ე­როს და, გან­სა­კუთ­რე­ბით, შენ­გე­ნის ზო­ნის გარე სა­ზღვრებ­ზე მე­სა­ზღვრე­ებს მე­სა­მე ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის, ანუ შეს­ვლა-გას­ვლის ახა­ლი სის­ტე­მა (Entry\Exit System-EES) ივ­ლის­ში და­ამ­ტკი­ცა. ის შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც ამ ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რი არ არის.

პას­პორ­ტში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შტამ­პის ნაც­ვლად, ტუ­რის­ტებს ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­დუ­რის გავ­ლა მო­ე­თხო­ვე­ბათ, რო­გო­რიც არის თი­თის ანა­ბეჭ­დი, სა­ხის სკა­ნი­რე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პას­პორ­ტი. ასე­ვე, პირი მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას უნდა და­ე­თან­ხმოს, რაც სის­ტე­მა­ში შე­ი­ნა­ხე­ბა. მო­ნა­ცემ­თა შე­სა­ბა­მის ბა­ზა­ში, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლდე­ბა, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში შეს­ვლი­სა და გას­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბა შე­ნა­ხუ­ლი. ამას­თან, ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბი­სა და სხვა ახა­ლი ზო­მე­ბის გამო მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბი­სა და სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის დრო შე­საძ­ლოა, გა­ი­ზარ­დოს... ვრცლად