"ამ­ბა­ვი იმის შე­სა­ხებ, რომ მე ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი შეხ­ვედ­რა­ში, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და სუს-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, არის დიდი ტყუ­ი­ლი" - რას წერს სოფო ჯაფარიძე? - კვირის პალიტრა

"ამ­ბა­ვი იმის შე­სა­ხებ, რომ მე ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი შეხ­ვედ­რა­ში, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და სუს-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, არის დიდი ტყუ­ი­ლი" - რას წერს სოფო ჯაფარიძე?

"ამ­ბა­ვი იმის შე­სა­ხებ, რომ მე ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი შეხ­ვედ­რა­ში, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და სუს-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, არის დიდი ტყუ­ი­ლი", - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, სოფო ჯა­ფა­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და "შა­ბა­თის ფორ­მუ­ლას" ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა.

სოფო ჯა­ფა­რი­ძე:"რად­გან არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი, კი­დევ ერთხელ და მკა­ფი­ოდ მინ­და ვთქვა ის, რაც ტვ ფორ­მუ­ლას ჟურ­ნა­ლისტს ვუ­თხა­რი: ამ­ბა­ვი იმის შე­სა­ხებ, რომ მე ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი შეხ­ვედ­რა­ში, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და სუს-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, არის დიდი ტყუ­ი­ლი! ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით არ მომ­ხდა­რა არა­თუ შეხ­ვედ­რა, არა­მედ ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით არ მომ­ხდა­რა რა­ი­მე ტი­პის შეხ­ვედ­რის და­გეგ­მვაც კი.

გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­თან არას­დროს არ მქო­ნია არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი, სა­ერ­თოდ არც კი ვიც­ნობ მას და ამ სა­კი­თხზე არ­სე­ბულ ყვე­ლა კი­თხვა­ზე ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი გა­ვე­ცი ფორ­მუ­ლას ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ დას­მულ ყვე­ლა შე­კი­თხვას.

წყა­როს გა­აჩ­ნია აშ­კა­რა გან­ზრახ­ვა, ის­რე­ბი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნოს. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ არ არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბით გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის რა­ი­მე ფაქ­ტი, რად­გან ასე­თი არ მომ­ხდა­რა"

ცნო­ბის­თვის, "შა­ბა­თის ფორ­მუ­ლას“ ცნო­ბით, წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "4 ოქ­ტომ­ბრის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილს "ორ­მაგ აგენ­ტად" მო­ი­აზ­რე­ბენ, რო­მე­ლიც ხა­ბე­იშ­ვილ­თან ნდო­ბა­ში შე­ვი­და, გარ­კვე­უ­ლი და­პი­რე­ბა მის­ცა, გეგ­მა შეს­თა­ვა­ზა, შემ­დეგ კი მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია გა­წყვი­ტა".