"თავდაუზოგავი შრომით სრულად გადაარჩინა უნიკალური ტყის მასივი" - ვინ იყო კაცი, რომელმაც სურამის ტყე გააშენა - კვირის პალიტრა

"თავდაუზოგავი შრომით სრულად გადაარჩინა უნიკალური ტყის მასივი" - ვინ იყო კაცი, რომელმაც სურამის ტყე გააშენა

10 ოქ­ტომ­ბერ მე­ტყე­ვის დღეა. ტყე­ზე ზრუნ­ვა მხო­ლოდ მე­ტყე­ვის მო­ვა­ლე­ო­ბა არ არის, ის თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ვა­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მე­ტყე­ვე­ე­ბი ჰქო­ლია, მაგ­რამ მი­ხე­ილ მურ­ვა­ნიშ­ვი­ლის ამ­ბა­ვი მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლია. ის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ტყის გა­შე­ნე­ბის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო, ასე­ვე ტყე­ე­ბის დაც­ვის, მოვ­ლი­სა და აღ­დგე­ნის დიდი ენ­თუ­ზი­ას­ტი.

ღვაწლ­მო­სი­ლი მე­ტყე­ვე 1959 წლის 24 დე­კემ­ბერს სუ­რამ­ში, მი­სი­ვე გა­შე­ნე­ბულ ტყე­ში დაკ­რძა­ლეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილ­მა ალ­ბათ არც იცის, რომ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ტყის მა­სი­ვე­ბი (ბორ­ჯო­მი, წაღ­ვე­რი, სუ­რა­მი...) სწო­რედ ამ კა­ცის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მი­სა და ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად გა­შენ­და.

მი­ხე­ილ მურ­მა­ნიშ­ვი­ლი სუ­რამ­ში და­ი­ბა­და, ახალ­ცი­ხის სა­ტყეო სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა. მუ­შა­ობ­და მარ­ტყო­ფის, შუ­ლა­ვე­რის, აბას­თუმ­ნის სა­ტყე­ოს უფ­რო­სის თა­ნა­შემ­წედ. იყო წაღ­ვე­რის სა­ტყე­ოს უფ­რო­სი, ბორ­ჯო­მის მა­მუ­ლის მმარ­თვე­ლის მო­ად­გი­ლე და ტყე­ე­ბის მთა­ვა­რი გამ­გე.1923 წელს ბორ­ჯომ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ტყის მცე­ნა­რე­ე­ბის თეს­ლის საშ­რო­ბი ქარ­ხა­ნა მო­ა­წყო, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლი იყო ყვე­ლა დამ­ხმა­რე მან­ქა­ნა-ია­რა­ღით. ამით კი სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ტყის სა­თეს­ლე მე­ურ­ნე­ო­ბას. თეს­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში იგ­ზავ­ნე­ბო­და. სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბებ­თან მო­ე­წყო სა­ნერ­გე­ე­ბი, სა­დაც ფიჭ­ვის ახა­ლი ჯი­შე­ბი გა­მოჰ­ყავ­დათ. მი­ხე­ილ მურ­ვა­ნიშ­ვილს წყალ­ტუ­ბოს გამ­წვა­ნე­ბა­შიც მი­უ­ძღვის წვლი­ლი, სუ­რა­მის­თვის კი მარ­თლაც უდი­დე­სი საქ­მე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

ძვე­ლი სუ­რა­მი ადრე გა­შიშ­ვლე­ბულ მთებს შო­რის ყო­ფი­ლა მოქ­ცე­უ­ლი და მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით კი სუ­რა­მის გარ­შე­მო 130 ჰექ­ტარ­ზე ფიჭვნა­რი გა­ა­შე­ნეს.

ამ ადა­მი­ა­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ის კი­თხვი­სას იმა­საც ვი­გებთ, რომ დიდი ღვაწ­ლი აქვს ტყის მე­ურ­ნე­ო­ბის კად­რე­ბის აღ­ზრდა-მომ­ზა­დე­ბა­ში. საქ­მის მცოდ­ნეს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქო­ნია ტყის აღ­დგე­ნა-გა­ნახ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით ამა­გი დას­დო წაღ­ვე­რის სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბას. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ბორ­ჯომ­ში, წაღ­ვერ­ში, ბა­კუ­რი­ან­სა და აბას­თუ­მან­ში ტყე მრა­ვალ ჰექ­ტარ­ზე გა­ივ­რცო.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ Margot Lescaut-ის ბლოგ­ზე ამ პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც მცი­რე­დი შე­მოკ­ლე­ბით გთა­ვა­ზობთ:"მი­ხე­ილ მურ­ვა­ნიშ­ვი­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აქ­ტი­ურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს ეწე­ო­და და ქვეყ­ნის რო­მელ რე­გი­ონ­შიც ნიშ­ნავ­დნენ, იმის გარ­და რაც ევა­ლე­ბო­და (ძი­რი­თა­დად ტყის გა­შე­ნე­ბა თუ დაც­ვა), ყველ­გან სკო­ლებს და უფა­სო სამ­კი­თხვე­ლო­ებს ხსნი­და და სხვა პრობ­ლე­მებ­საც უგ­ვა­რებ­და მო­სახ­ლე­ო­ბას. ვრცლად