„დოკუმენტების საცავი“- სპეციალურად თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის!
თითოეული ჩვენგანის ცხოვრების თანმდევი ნაწილია ათასგვარი დოკუმენტები თუ საბუთები - პირადი, ფინანსური, ტექნიკური თუ სამედიცინო. გარდა ამისა, წერილები, ფოტოები თუ ნახატები, რომლებიც ჩვენი ბავშვობისა თუ ოჯახის ყველაზე თბილ მოგონებებს უკავშირდება და გვიყვარს.
წლების განმავლობაში ეს ყველაფერი იმდენი გროვდება, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგი იკარგება, ნაწილს გაჭირვებით ვპოულობთ, ზოგის არსებობის შესახებ კი საერთოდ აღარ გვახსოვს.
სწორედ ამიტომ სპეციალურად თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის შეიქმნა უნიკალური - „დოკუმენტების საცავი“.
შესაბამისად, ერთად და საიმედოდ იქნება შენახული თქვენი და/ან თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი დოკუმენტები. მაგალითად, დაბადების მოწმობა, სხვა მოწმობები, სერტიფიკატი, დიპლომი, საგარანტიო საბუთები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ფოტო, ოჯახის გენეოლოგია და სხვა.
ასევე, სპეციალურად თქვენთვის - გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გელოდებათ სიურპრიზი, რაც დაგეხმარებათ იმის გადაწყვეტაში, თუ პირველი რა შეინახოთ „დოკუმენტების საცავში“.

„კვირის პალიტრის“ ამ და 20 ოქტომბრის ნომრებში დაგხვდებათ კონვერტი და ბარათი, „გზავნილი მომავალში“. პროექტი, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა და ყველა მსურველმა ვერ მოასწრო გზავნილის სახელმწიფო არქივში შენახვა.
გექნებათ შესაძლებლობა, შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს, მეუღლეს ან ოჯახის ნებისმიერ წევრს მისწეროთ წერილი მომავალში. შეიძლება თავად მოიფიქროთ რაიმე კრეატიული გზავნილი, რომელიც გინდათ მომავალში რომელიმე პიროვნებამ ნახოს.
მიუთითებთ თარიღს, როდესაც ადრესატმა უნდა გახსნას წერილი. წერილი გაიხსნება თქვენთვის სასურველ დროს - მაგ. 1, 5, 10... ან სულაც 100 წლის შემდეგ.

გაზეთში მითითებული ინსტრუქციის მიხედვით, ამოჭრით და დაამზადებთ კონვერტს და შეინახავთ თქვენს „დოკუმენტების საცავში“.
„დოკუმენტების საცავი“ დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც საიმედოდ გაძლებს მრავალ ათეულ და ასეულ წელსაც კი.
„დოკუმენტების საცავის“ შეძენას 20 ოქტომბრიდან, პირველ ეტაპზე, ჩვენი მკითხველი შეძლებს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. სპეციალურ, შეღავათიან ფასად.