(VIDEO) კადრები, რომლებიც აქამდე არ გამოქვეყნებულა - ვიდეოში ჩანს, რა ხდებოდა მაღაზიაში და როგორ გაუსწორდა ხატია ვიბლიანი არასრულწლოვანს
ადვოკატი თათია მაისურაძე, რომელიც არასრულწლოვნის უფლებებს იცავს სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს და წერს:
"არასრულწლოვანზე სასტიკი ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, გიზიარებთ მაღაზიის შიდა და გარე ტერიტორიის ვიდეოჩანაწერებს; ჩანაწერებით უტყუარად დგინდება, რომ ხატია ვიბლიანი უხეშად და აგრესიულად ეკამათება მაღაზიის თანამშრომელს; არასრულწლოვანი
მას მოუწოდებს შეწყვიტოს კამათი და დატოვოს მაღაზია, რის შემდეგაც ბრალდებული მაღაზიაშივე უსწორდება მას ფიზიკურად; ბრალდებული დაჟინებით ექაჩება არასრულწლოვანს მაღაზიის გარეთ, რათა კამერებს მიღმა შეძლოს მასთან უფრო სასტიკად გასწორება;
- ასევე დაგაინტერესებთ: "ვიყო ცუდი, გიჟი, ქაჯი - როგორც გინდათ დამიძახეთ, მაგრამ ბავშვზე გადმოსვლა ყოვლად მიუღებელია, შვილი ბაღში ჩუმად დამყავს" - რას წერს 15 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებული ხატია ვიბლიანი?
- "მსაჯი შოკშია ქართველის სილამაზით" - გაიცანით ულამაზესი ქართველი მკლავჭიდელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯი გააოცა
ხატია ვიბლიანი შეგნებულად ელოდება არასრულწლოვანს მაღაზიის გარეთ და პირველი შესაძლებლობისთანავე აგრძელებს მასზე ფიზიკურ, სასტიკ ძალადობას; ვიდეოჩანაწერებით არაერთ კითხვას გაეცა პასუხი; (სრული ჩანაწერები ბევრად ვრცელი და მძიმეა) სიმართლე არასდროს
იმალება. პირი, რომელიც თავს უფლებას აძლევს ასე სასტიკად გაუსწორდეს ადამიანს - არასრულწლოვანს, ვალდებულია კანონის წინაშე პასუხი აგოს ამ ქმედების შედეგებზე, - წერს ადვოკატი თათია მაისურაძე.