„ჰამასმა“ ღაზაში მყოფი ყველა ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

„ჰამასმა“ ღაზაში მყოფი ყველა ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა

ჰამასმა“ ღაზაში მყოფი ბოლო 13 ცოცხალი მძევალი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ გადასცა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ღაზაში რჩება 28 მძევლის ცხედარი და მათი ნაწილის ისრაელში გადასვენება დღესვე იგეგმება.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ დღეს, საერთო ჯამში, 20 ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა.

"ინტერპრესნიუსი"