6 ნიშანი, რომ ცენტრალური გათბობის ქვაბი შესაკეთებელი ან შესაცვლელია
ნებისმიერ კონტინენტზე, მილიონობით ადამიანის ყოველდღიურობაში, სახლში არსებული მოწყობილობებიდან, ყველაზე მეტი დატვირთვით უდაოდ ცენტრალური გათბობის ქვაბი მუშოაბს. ეს ძალიან გამძლე და ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი დანადგარი წელიწადის ნებისმიერ დროს, თითოეული ოჯახის რუტინის განუყოფელი ნაწილია.
შესაბამისად, როდესაც ცენტრალური გათბობის სისტემა მწყობრშია, სახლიც კარგად არის გამთბარი, შემრევებიდან წამოსული წყალიც ცხელია და რაც მთავარია, შედეგად, ყველაფერი შეუფერხებლად და სასიამოვნოდ მიმდინარეობს. თუმცა, თუ ჩვენს ცენტრალურ გათბობას რაიმე პრობლემა შეექმნა, ეს დიდ დისკომფორტთან ერთად, ხშირად, დიდი საფრთხის შემცველიცაა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორ ამოვიცნოთ გასანახლებელია თუ არა ჩვენს ბინასა თუ აგარაკზე არსებული ცენტრალური გათბობის ქვაბი.
გათბობის ქვაბის ხშირი გათიშვა
ყველაზე გავრცელებული შემთხვევა გათბობის ქვაბის სისტემატურად გათიშვაა, რასაც მრავალი მიზეზი შეიძლება იწვევდეს, მათ შორის:
- წყლის დაბალი წნევა;
- საცირკულაციო ტუმბო;
- პლატის გაუმართაობა;
- და სხვა.
თუ ეს თქვენთვისაც ნაცნობის სიტუაციაა, სასურველი და მეტიც, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს და მიიღოთ შესაბამისი ექსპერტული დასკვნა იმის შესახებ, თუ რა გამოწვევის წინაშე დგახართ და ექვემდებარება თუ არა შეკეთებას თქვენი გათბობის სისტემა.
წყლის გაჟონვა
იმის გათვალისწინებით, რომ გათბობის ქვაბი წყლის გამტარი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, გაჟონვა სხვადასხვა ადგილიდან შეიძლება მოხდეს - იქნება სარქველის დაზიანება თუ კოროზირებული მილები.
ასეთ დროს, თუ ქვაბი არ შემოწმდა, ამან შესაძლოა მომავალში უფრო სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, მაგალითად, ქვაბის გაყვანილობის ან თუნდაც სახლიის ინტერიერის დაზიანება. გახსოვდეთ, რომ პრობლემის ადრეული გამოვლენა თავიდან არასასურველ ხარჯებს აგაცილებთ.

არასასიამოვნო სუნი
თუ გათბობის ქვაბიდან უცნაური სუნი ამოდის, რომელიც შესაძლოა კვერცხის სუნსაც კი მიამსგავსოთ, აუცილებელია დაუყოვნებლივ გამორთოთ მოწყობილობა და კვალიფიციურ ხელოსანს დაუკავშირდეთ. ვინაირდან, ეს შეიძლება გაზის გაჟონვაზე მიანიშნებდეს, რაც გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისა და სიმშვიდისთვის. გახსოვდეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში, გაზის გაჟონვა ნიშნავს, რომ გათბობის ქვაბი დაუყოვნებლივ შესაცვლელია.
ყვითელი ალი
ისევე როგორც ჩვეულებრივი გაზქურის შემთხვევაში, გათბობის ქვაბის მიერ წარმოქმნილი ალიც ლურჯი (ან ლურჯი მცირე ზომის ყვითელი წვერით) უნდა იყოს. თუ ალი სრულად ყვითელი ან სტაფილოსფერია, ეს ნიშნავს, რომ გაზი სწორად არ იწვის, რამაც შესაძლოა ნახშირბადის მონოქსიდიც კი წარმოქმნას.
ასეთ შემთხვევებში, ვხვდებით პრობლემას, რომელსაც გათბობის ქვაბის არაეფექტურად მუშაობა ჰქვია, რაც თავის მხრივ, იწვევს ისეთ არასასიამოვნო შედეგებს, როგორიცაა გაზრდილი კომუნალური გადასახადები. გარდა ამისა, შექმნილი სიტუაცია შესაძლოა სახიფათო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც. ამიტომაც, თუ ყვითელ ცეცხლის ალს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების (HVAC) სპეციალისტს.
ცხელი წყლის არასტაბილური მიწოდება
აბაზანის თუ სამზარეულოს შემრევიდან ცხელი წყლის არასტაბილური მიწოდება, რაც ხშირად აბაზანის მიღებისას წყლის გაციებაშიც გამოიხატება, თერმოსტატის ან სითბოს გადამცვლელის გაფუჭებაზეც შეიძლება მეტყველებდეს. ეს პრობლემა განსაკუთრებით გავრცელებულია დაბალი ხარისხის პროდუქციის ან ზედმეტად დაძველებული მოწყობილობის გამოყნების შემთხვევებში, რა დროსაც თუკი პრობლემა შეკეთების შემდეგაც წამოიჩვა, საუკეთესო გამოსავალი გათბობის ქვაბის შეცვლაა.
ხანდაზმულობით გამოწვეული პრობლემები
ისევე როგორც ყველაფერ დანარჩენს, გათბობის ქვაბსაც თავისი სასიცოცხლო ციკლი აქვს. უმეტესად, 10 წელი არის ის დრო, რომლის გასვლის შემდეგაც ახალი სისტემის დაყენებაზე უნდა იფიქროთ. ასაკი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ციფრები ნამდვილად არ არის და რაც უფრო ძველია გათბობის ქვაბი, მით მეტი პრობლემა წარმოიშბა, მათ შორის, არასასურველი ხმაური, სხვადასხვა ნაწილის დაზიანება, შესაცვლელი ნაწილების დეფიციტი ბაზარზე და სხვა.
სად შევიძინოთ გათბობის ქვაბი საქართველოში?
გათბობის ქვაბის შეძენა დაფიქრებასა და კარგ მოკვლევას საჭიროებს, რადგან ეს არის თქვენს კომფორტულ ყოველდღიურობაში ინვესტიცია. აღსანიშნავია, რომ კარგი ხარისხის გათბობის ქვაბი, 8-10 წელს უპრობლემოდ მუშაობს და ამიტომაც, იგი ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული ერთჯერადი ხარჯია, რომელიც ადამიანმა სახლის მოწყობის თუ განახლებისას შეიძლება გაიღოს.
შესაბამისად, მსგავსად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, ყველაზე უსაფრთხო არჩევანია მიმართოთ ისეთ კომპანიას, რომელიც ბაზარზე ადამიანების ნდობითა და კარგი რეპუტაციით სარგებლობს. კარგი რეპუტაცია, მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებას არ გულისხმობს, არამედ მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებულ სერვისსაც, რომლის წყალობითაც სულ გექნებათ იმედი, რომ გარანტიის პირობებში, ნებისმიერი სახის ხარვეზის გამოსწორებას შეძლებთ. ამ მხრივ, უკვე მრავალი წელია, რაც კომპანია ცელსიუსი საქართველოში მომმხარებელთა რჩეულია და გთავაზობთ გათბობის ქვაბების მრავალფეროვან არჩევანს ისეთი მოთხოვნადი და კარგად გამოცდილი ბრენდის პროდუქციაზე, როგორიცაა არისტონი.
რაც მთავარია, ცელსიუსის მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია ყველაზე მოთხოვნადი არისტონის ბრენდის მაღალი ხარისხის გათბობის ქვაბები. ამ ბრენდის პროდუქციის ღირებულება 2000-ლარიდან იწყება და 11000-ლარს აღწევს. შესაბამისად, თქვენი სურვილისა და საჭიროების მიხედვით, შეძლებთ შეარჩიოთ პროდუქტი, რომელიც 60მ²-დან - 450მ²-მდე სივრცის ფართობს იდეალურად გაათბობს და მოემსახურება.
R