ისრაელელი მუსიკოსი, რომელსაც აწამებდნენ, საკუთარი საფლავის გათხრა აიძულეს და მიწისქვეშა გვირაბში წლები დაჰყო, გათავისუფლებულია - "ახლა ისევ შემიძლია სუნთქვა"
სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ “ჰამასმა“ ყველა ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა და ისინი საკუთარ ოჯახის წევრებს უკვე შეხვდნენ. მათ შორის არის მუსიკოსი ევიატარ დავიდი, რომელიც მსოფლიომ “ჰამასის“ მიერ გავრცელებული ვიდეოდან გაიცნო. მას აწამებდნენ და საკუთარი საფლავის გათხრაც კი აიძულეს.
ევიატარმა მიწისქვეშა გვირაბში წლები დაჰყო. მსოფლიო კი საშინელი ვიდეოებით ადევნებდა თვალს მის მდგომარეობას. მუსიკოსი, 2 წლის წინ, მძევლად მაშინ აიყვანეს, როდესაც მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა.
dailymail-ი მის გათავისუფლებას ოჯახის წევრებთან ერთად ელოდა და დეტალებზეც წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დავიდს მისი საუკეთესო მეგობრის სახლში, თელ-ავივის მახლობლად მდებარე ჰოდ ჰაშარონში შეხვდნენ. მას ოჯახის წევრებთან ერთად, 30-ზე მეტ ადამიანი ელოდა.
"ამ მომენტის აღწერა შეუძლებელია“, - აცხადებს 54 წლის რინატ ისრაელი, რომელმაც ღონისძიებას ორგანიზება გაუწია.
"ამ მომენტს ორი წელი ველოდი. როდესაც ის იქ იყო, თითქოს სუნთქვა შემეძლო. ეს არის გრძნობა. ყოველ წამს, როცა ის იქ იყო, თითქოს ორ ადგილას ცხოვრობდი. ახლა ისევ შემიძლია სუნთქვა".
გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები