ისრაელელი მუსიკოსი, რომელსაც აწამებდნენ, საკუთარი საფლავის გათხრა აიძულეს და მი­წის­ქვე­შა გვი­რაბ­ში წლე­ბი დაჰყო, გათავისუფლებულია - "ახლა ისევ შემიძლია სუნთქვა" - კვირის პალიტრა

ისრაელელი მუსიკოსი, რომელსაც აწამებდნენ, საკუთარი საფლავის გათხრა აიძულეს და მი­წის­ქვე­შა გვი­რაბ­ში წლე­ბი დაჰყო, გათავისუფლებულია - "ახლა ისევ შემიძლია სუნთქვა"

სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ “ჰა­მა­სმა“ ყვე­ლა ცო­ცხა­ლი მძე­ვა­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ისი­ნი სა­კუ­თარ ოჯა­ხის წევ­რებს უკვე შეხ­ვდნენ. მათ შო­რის არის მუ­სი­კო­სი ევი­ა­ტარ და­ვი­დი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ომ “ჰა­მა­სის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­დან გა­იც­ნო. მას აწა­მებ­დნენ და სა­კუ­თა­რი საფ­ლა­ვის გა­თხრაც კი აი­ძუ­ლეს.

ევი­ა­ტარ­მა მი­წის­ქვე­შა გვი­რაბ­ში წლე­ბი დაჰყო. მსოფ­ლიო კი სა­ში­ნე­ლი ვი­დე­ო­ე­ბით ადევ­ნებ­და თვალს მის მდგო­მა­რე­ო­ბას. მუ­სი­კო­სი, 2 წლის წინ, მძევ­ლად მა­შინ აიყ­ვა­ნეს, რო­დე­საც მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

dailymail-ი მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ელო­და და დე­ტა­ლებ­ზეც წერს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვიდს მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის სახ­ლში, თელ-ავი­ვის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ჰოდ ჰა­შა­რონ­ში შეხ­ვდნენ. მას ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, 30-ზე მეტ ადა­მი­ა­ნი ელო­და.

"ამ მო­მენ­ტის აღ­წე­რა შე­უძ­ლე­ბე­ლია“, - აცხა­დებს 54 წლის რი­ნატ ის­რა­ე­ლი, რო­მელ­მაც ღო­ნის­ძი­ე­ბას ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია.

"ამ მო­მენტს ორი წელი ვე­ლო­დი. რო­დე­საც ის იქ იყო, თით­ქოს სუნ­თქვა შე­მეძ­ლო. ეს არის გრძნო­ბა. ყო­ველ წამს, როცა ის იქ იყო, თით­ქოს ორ ად­გი­ლას ცხოვ­რობ­დი. ახლა ისევ შე­მიძ­ლია სუნ­თქვა".

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები