სიღარიბე ციფრებში - საქართველოში შემწეობას 709 148 ადამიანი იღებს - კვირის პალიტრა

სიღარიბე ციფრებში - საქართველოში შემწეობას 709 148 ადამიანი იღებს

საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 4%-ით გაიზარდა, ამასთან, 3.6%-ით მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს.

უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერს შემწეობას ჯამში 709 148 ადამიანი იღებდა. აქედან 463 855 მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 245 293 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა სიაშია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ. გასული წლის სექტემბერში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 682 738-ს შეადგენდა.

განაგრძე კითხვა