საბერიოს ტრაგედიისას დაღუპული ბავშვების მამა ამბობს, რომ ცოლის დაშორების განზრახვა ვიდეომიმართვით გაიგო - "ერთად გადავიტანეთ ამხელა ტრაგედია. მინდა, ისევ ერთად გავაგრძელოთ ეს ბრძოლა"
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის მშობლები, ქრისტი და ვიტალი ჭოლარიები, დაშორდნენ.
ეს გადაწყვეტილება ქრისტიმ საჯაროდ, სანდრა ზოიძის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის მეშვეობით გაახმაურა. ვიდეოში ქრისტი მისი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისთვის ტრაგედიაზე და მეუღლესთან დაკავშირებულ თემაზე საუბარი ძალიან მძიმეა.
"ძალიან რთული იყო ჩემთვის იქ ცხოვრება. ბავშვების მერე უფრო რთული გახდა. მეგონა, რომ მეუღლესთან ერთად გადავლახავდი ამ დიდ ტკივილს, მაგრამ ასე არ მოხდა. ამხელა ტკივილის შემდეგ არ მეგონა, თუ ისევ მეტკინებოდა გული... გადავწყვიტე, მეუღლესთან დავასრულო ურთიერთობა. ჩემთვის ძალიან რთულია ამ ორი ტკივილის ერთად გადატანა, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს შვილებს არ გაუხარდებათ, მე რომ ცუდად ვიყო და რამე დამემართოს", - ამბობს ის მიმართვაში. გააგრძელეთ კითხვა