ევროპის 10 ყველაზე საშიში ქვეყანა - ახალი რეიტინგი
პლატფორმა World Population Review-მ 2024 წლის მონაცემებით ყველაზე საშიში ხუთი ქვეყანა დაასახელა. დასკვნა GPI-ს ანუ მშვიდობისმყოფლობის გლობალურ ინდექსს ეფუძნება.
ეს არის ძირითადი მეტრიკა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების დონის შესაფასებლად გამოიყენება. ის რიგ ფაქტორებს ითვალისწინებს და რაც უფრო მაღალია GPI, მით უფრო ნაკლებად უსაფრთხოა ქვეყანა. ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის ძალადობრივი დანაშაულის დონე, მეზობლებთან ქვეყნის ურთიერთობები, ომის მდგომარეობაში მისი ყოფნა, ტერორისტული თავდასხმების სიხშირე და მთავრობის სტაბილურობაა.
კერძოდ, GPI-ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე საშიში ქვეყანა უკრაინაა, შემდეგ რუსეთი, ბელარუსი, კვიპროსი და საფრანგეთი მოდის. მოლდოვა მეექვსე ადგილზეა, რომელსაც ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი, ალბანეთი და საბერძნეთი მოსდევს.
ევროპაში ყველაზე საშიში ქვეყნების შესახებ რეიტინგი Eurostat-ზე დაყრდნობით Euronews-მაც გამოაქვეყნა. კერძოდ, Eurostat-ის მიხედვით, ევროკავშირში ბანდიტიზმის შემთხვევები იზრდება, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეების 10% აცხადებს, რომ თავის რაიონში დანაშაულის, ძალადობის ან ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა.