მეტროსადგურ “სამგორში” მგზავრი მოულოდნელად გარდაიცვალა- მეტროსადგურები: “სამგორი”, “ისანი” და “ავლაბარი” დაიკეტა - კვირის პალიტრა

მეტროსადგურ “სამგორში” მგზავრი მოულოდნელად გარდაიცვალა- მეტროსადგურები: “სამგორი”, “ისანი” და “ავლაბარი” დაიკეტა

მეტრო-სადგურ „სამგორში“ მგზავრი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რის გამოც რამდენიმე მეტროსადგური არ ფუნქციონირებს,

„თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. შეფერხების მიზეზი მს “სამგორში” მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები “სამგორი”, “ისანი” და “ავლაბარი” დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს “ახმეტელის თეატრიდან” “300 არაგველამდე” და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"