"შვილიც თან ახლდა... ვაგონში დაჯდა თუ არა, მომენტალურად გალურჯდაო... " - რას ჰყვებიან მეტროში დატრიალებულ ტრაგედიაზე თვითმხილველები? - კვირის პალიტრა

"შვილიც თან ახლდა... ვაგონში დაჯდა თუ არა, მომენტალურად გალურჯდაო... " - რას ჰყვებიან მეტროში დატრიალებულ ტრაგედიაზე თვითმხილველები?

თბი­ლი­სის მეტ­როს პირ­ველ ხაზ­ზე მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად გა­ნახ­ლდა.

თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, თბი­ლი­სის მეტ­როს პირ­ველ ხაზ­ზე მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ბა ყვე­ლა სად­გურ­ზე გა­ნახ­ლდა.

შე­გახ­სე­ნებთ, მეტ­რო­სად­გურ „სამ­გორ­ში“ მგზავ­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი “სამ­გო­რი”, “ისა­ნი” და “ვარ­კე­თი­ლი” დრო­ე­ბით ვერ ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ მგზავ­რებს.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი Ambebi.ge-ს უყ­ვე­ბი­ან, რომ 55 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კაცს, სა­ვა­რა­უ­დოდ, გული გა­უ­ჩერ­და. მათი თქმით, შემ­თხვე­ვის დროს მას­თან ერ­თად შვი­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ყვე­ლა­ფე­რი უცებ მოხ­და, გა­უ­ჩერ­და გული. ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცია იყო. დიდ­ხანს გუ­ლის მა­საჟს უკე­თებ­დნენ. ცდი­ლობ­დნენ, გუ­ლის ამუ­შა­ვე­ბას, თუმ­ცა უშე­დე­გოდ, უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. 55 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცი იყო. ვა­გონ­ში დაჯ­და თუ არა, გა­ლურ­ჯდა მო­მენ­ტა­ლუ­რა­დო, მა­შინ­ვე მი­ი­ღეს ზო­მე­ბი, შვი­ლიც თან ახ­ლდა. ალ­ბათ ამი­ტომ და­სა­ხელ­და გუ­ლით გარ­დაც­ვა­ლე­ბა, რომ ლურ­ჯი ფერი მი­ი­ღო. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, სას­წრა­ფოს ექი­მი და­ვი­ნა­ხე ბო­ლომ­დე მა­საჟს უკე­თებ­და" - გვიყ­ვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

"თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ამ" შემ­თხვე­ვი­დან მა­ლე­ვე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გამო რამ­დე­ნი­მე მეტ­რო­სად­გუ­რი არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

"თბი­ლი­სის მეტ­როს პირ­ველ ხაზ­ზე მა­ტა­რებ­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა ნა­წი­ლობ­რივ შე­ფერ­ხე­ბუ­ლია. შე­ფერ­ხე­ბის მი­ზე­ზი მს “სამ­გორ­ში” მგზავ­რის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გახ­და. ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­დუ­რე­ბი, რის გა­მოც მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი “სამ­გო­რი”, “ისა­ნი” და “ავ­ლა­ბა­რი” და­ი­კე­ტა მგზავ­რთა მი­ღე­ბა­ზე. მა­ტა­რებ­ლე­ბი მგზავ­რებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მს “ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი­დან” “300 არაგ­ვე­ლამ­დე” და პი­რი­ქით. პირ­ველ ხაზ­ზე მოძ­რა­ო­ბა მას შემ­დეგ გა­ნახ­ლდე­ბა, რო­დე­საც შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა და­ას­რუ­ლებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცესს" - ეწე­რა გან­ცხა­დე­ბა­ში.