"ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ რუსულ ნავთობს არ იყიდიან, ეს დიდი მუხრუჭია... ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს" - დონალდ ტრამპი - კვირის პალიტრა

"ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ რუსულ ნავთობს არ იყიდიან, ეს დიდი მუხრუჭია... ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს" - დონალდ ტრამპი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა შემატყობინა, რომ რუსულ ნავთობს აღარ იყიდიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სალხში მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ჩინეთი უნდა აიძულონ, იგივე გააკეთოს.

“არ გვიხაროდა, რომ ის [ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი] ნავთობს ყიდულობდა რუსეთისგან, ვინაიდან, ეს რუსეთს ამ უაზრო ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს, რომელშიც მათ მილიონ-ნახევარი ადამიანი დაკარგეს, სხვათა შორის - რუსეთმა დაკარგა მილიონ-ნახევარი ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცები…

ასე რომ, არ მიხაროდა, რომ ინდოეთი [რუსულ] ნავთობს ყიდულობდა. და მან [ნარენდრა მოდიმ] დღეს დამარწმუნა, რომ რუსეთისგან ნავთობს არ იყიდიან. ეს დიდი მუხრუჭია. ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს”,-განაცხადა ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"