(VIDEO) როგორ გამოიყურებოდა მატილდა გვარლიანი Victoria's Secret-ის 2025 წლის შოუზე?
აშშ-ში, ნიუ-იორკში Victoria's Secret -ის 2025 წლის შოუ გაიმართა და როგორც ყოველთვის, შერჩეული მოდელები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ.
საკულტო შოუ, რომელიც 1995 წელს დაიწყო და ყოველწლიურად იმართება, გახსნა მოდელმა ჯასმინ ტუქსმა. ის ბრენდის ანგელოზი 2014 წელს გახდა.
ულამაზესი სანახაობა ტოპ მოდელმა ბელა ჰადიდმა დახურა .
მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შოუზე, ტოპ 50 მოდელს შორის უკვე მეორედ გამოვიდა ქართველი მატილდა გვარლიანი.
მან 2 ულამაზესი ლუქები მოირგო და ისეთი მოდელების გვერდით გაიბრწყინა, როგორებიც არიან: ირინა შეიკი, ადრიანა ლიმა, ლიუ ვენი, ჯიჯი ჰადიდი და სხვა
გვარლიანი მეორე ლუქში ულამაზესი გვირგვინით გამოჩნდა, რომელშიც ქართველი მოდელი ნამდვილს ქალღმერთს ჰგავდა.
ეს მატილდა გვარლიანის Victoria’s Secret-ის მეორე შოუა. პირველად მან ყველა მოდელისთვის საოცნებო პლატფორმაზე 2024 წელს გაიარა. მაშინ მან გაიხსენა მომენტი როცა პირველად უყურა Victoria's Secret-ის შოუს.
"ეს შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, რომ გვიანობამდე არ დამეძინა. შოუს დროს დედაჩემის ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი და თითქოს ერთ-ერთი ვიყავი ამ გოგონებიდან", - ამბობს მოდელი.