12 ქართული ფილმი, რომელმაც მსოფლიო აღიარება დაიმსახურა - კვირის პალიტრა

12 ქართული ფილმი, რომელმაც მსოფლიო აღიარება დაიმსახურა

ძმებ ლუ­მი­ე­რე­ბის მიერ შექ­მნი­ლი, ხე­ლოვ­ნე­ბის ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის და­სა­წყი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის მიჰ­ყვე­ბო­და მსოფ­ლიო, გან­სა­კუთ­რე­ბით, ევ­რო­პუ­ლი კი­ნოს სტან­დარ­ტებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ფილ­მი "აკა­კის მოგ­ზა­უ­რო­ბა რაჭა-ლე­ჩხუმ­ში“ 1912 წელს გა­და­ი­ღეს. მას მერე ქარ­თულ კი­ნოს მსოფ­ლიო რე­ზო­ნან­სიც გა­მო­უწ­ვე­ვია და არა­ერ­თი აღი­ა­რე­ბაც მი­უ­ღია.

შე­ვაგ­რო­ვეთ ყვე­ლა ქარ­თუ­ლი ფილ­მი, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლი­ო­ში მიჩ­ნე­უ­ლი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის მიერ აღი­ა­რე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს, ანუ მთა­ვა­რი ჯილ­დო­ე­ბი მო­ი­პო­ვეს ან ნო­მი­ნან­ტე­ბი იყ­ვნენ.

"მაგ­და­ნას ლურ­ჯა" (1956)რე­ჟი­სო­რე­ბი: თენ­გიზ აბუ­ლა­ძე, რეზო ჩხე­ი­ძე

მოკ­ლე ში­ნა­არ­სი: ქვრი­ვი მაგ­და­ნას შვი­ლე­ბი მიხო და კატო გზა­ზე მო­მაკ­ვდავ ვირს პო­უ­ლო­ბენ. მას მო­ი­ში­ნა­უ­რე­ბენ, მო­უვ­ლი­ან და "ლურ­ჯას“ და­არ­ქმე­ვენ. ვირ­მა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მაგ­და­ნას შრო­მა უფრო მარ­ტი­ვი გა­ხა­და. მისი დახ­მა­რე­ბით მაგ­და­ნა ქა­ლაქ­ში რძეს და მა­წონს და­ა­ტა­რებ­და. თუმ­ცა ოჯა­ხის ბედ­ნი­ე­რი ყოფა, დრო­ე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა.

ჯილ­დო: კანის ფეს­ტი­ვა­ლის სა­უ­კე­თე­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი (1956).

"თეთ­რი ქა­რა­ვა­ნი" (1964)რე­ჟი­სო­რე­ბი: ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, თა­მაზ მე­ლი­ა­ვა

მოკ­ლე ში­ნა­არ­სი: გა­მოც­დი­ლი მწყემ­სი, მარ­ტია ახ­ლო­უ­რი, სხვა მწყემ­სებ­თან ერ­თად ცხვარს ზამ­თრის სა­ძოვ­რე­ბის­კენ მი­ე­რე­კე­ბა. მძი­მე და ერ­თფე­რო­ვა­ნია მე­ცხვა­რე­თა შრო­მა, მცი­რე შეც­დო­მას გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი მო­აქვს. მარ­ტი­ას უფ­რო­სი შვი­ლი გელა მწყემ­სურ ცხოვ­რე­ბა­ზე გულს აიყ­რის, ახ­ლობ­ლე­ბის რჩე­ვას ყურს არ და­უგ­დებს, ცხვარს მი­ა­ტო­ვებს და იოლი ცხოვ­რე­ბის სა­ძი­ებ­ლად ქა­ლაქს მი­ა­შუ­რებს.

ჯილ­დო: კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლის პალ­მის რტოს ნო­მი­ნან­ტი (1964)

"გი­ორ­გო­ბის­თვე" (1966)რე­ჟი­სო­რი: ოთარ იო­სე­ლი­ა­ნი

მოკ­ლე ში­ნა­არ­სი: ახალ­გაზ­რდა ბი­ჭებს, ნი­კოს და ოთარს სა­მუ­შა­ოდ ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში გა­ა­ნა­წი­ლე­ბენ. კა­რი­ე­რის­ტი ოთა­რი თა­ვი­დან­ვე უფ­რო­სო­ბის მა­ა­მებ­ლო­ბის გზას აირ­ჩევს, ნიკო კი ქარ­ხა­ნა­ში მძვნინ­ვა­რე კო­რუფ­ცი­ას ვერ ეგუ­ე­ბა.

ჯილ­დო: კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ფიპ­რე­სის ჯილ­დოს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი (1968).

"პას­ტო­რა­ლი" (1975)რე­ჟი­სო­რი: ოთარ იო­სე­ლი­ა­ნი

მოკ­ლე ში­ნა­არ­სი: თბი­ლი­სე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი ზა­ფხულ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად სა­მეგ­რე­ლოს სო­ფელ­ში ჩა­დი­ან, სა­დაც წა­ა­წყდე­ბი­ან ად­გი­ლობ­რივ­თა მეშ­ჩა­ნურ ცხოვ­რე­ბას. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სოფ­ლის იდი­ლი­უ­რი ცხოვ­რე­ბის მა­გივ­რად, ბრა­კო­ნი­ე­რო­ბენ, კო­რუფ­ცი­ა­ში არი­ან გა­რე­ულ­ნი და ა.შ.

ჯილ­დო: ბერ­ლი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ფიპ­რე­სის ჯილ­დო (1982).

"მო­ნა­ნი­ე­ბა" (1984)რე­ჟი­სო­რი: თენ­გიზ აბუ­ლა­ძე

მოკ­ლე ში­ნა­არ­სი: პა­ტა­რა ქა­ლა­ქის დეს­პო­ტუ­რი მე­რის, ვარ­ლა­მის, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მისი ცხე­და­რი, შვილს მი­წი­დან ამო­თხრი­ლი ხვდე­ბა. შემ­დეგ სა­ი­დუმ­ლოდ ისევ და­მარ­ხა­ვენ, მაგ­რამ ცხე­და­რი მა­ინც ბრუნ­დე­ბა.

ჯილ­დო: კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლის პალ­მის რტოს ნო­მი­ნან­ტი, ჟი­უ­რის პრი­ზი­სა და ფიპ­რე­სის ჯილ­დოს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი (1987). "ოქ­როს გლო­ბუ­სის" სა­უ­კე­თე­სო უცხო­უ­რი ფილ­მი (1988).

"ახალ­გაზ­რდა კომ­პო­ზი­ტო­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა" (1985)რე­ჟი­სო­რი: გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია

მოკ­ლე ში­ნა­არ­სი: 1905 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის და­მარ­ცხე­ბის შემ­დგომ ქა­ოს­ში გახ­ვე­ულ სოფ­ლებ­ში, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის შე­საკ­რე­ბად მოგ­ზა­უ­რობს ახალ­გაზ­რდა კომ­პო­ზი­ტო­რი.

ჯილ­დო: ბერ­ლი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის, ვერ­ცხლის დათ­ვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი (1986).

"უძი­ნარ­თა მზე" (1993)რე­ჟი­სო­რი: თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნი

მოკ­ლე ში­ნა­არ­სი: ექი­მი გელა ბენ­დე­ლი­ა­ნი მრა­ვა­ლი წე­ლია კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლის შექ­მან­ზე მუ­შა­ობს, მაგ­რამ მისი ნაშ­რო­მი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, მათ შო­რის მის ოჯახს. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი მის ვაჟს, მა­მა­მი­სის ოც­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სურს და პო­უ­ლობს ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნილ და გან­კურ­ნე­ბულ საც­დელ ვირ­თხას.

ჯილ­დო: ბერ­ლი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ოქ­როს დათ­ვის ნო­მი­ნან­ტი; გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტუ­ლი წვლი­ლის­თვის ვერ­ცხლის დათ­ვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი (1993).

გააგრძელეთ კითხვა