"პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა მე და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში დიდი მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვა მოგ­ვი­ლო­ცა, ის, რა­ზეც, მისი თქმით, ის სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ოც­ნე­ბობ­და" - რა დეტალები ხდება ცნობილი პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა მე და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში დიდი მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვა მოგ­ვი­ლო­ცა, ის, რა­ზეც, მისი თქმით, ის სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ოც­ნე­ბობ­და" - რა დეტალები ხდება ცნობილი პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ?

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი "ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­უ­ლი“ იყო.

ტრამ­პის თქმით, პუ­ტინს ბუ­და­პეშ­ტში შეხ­ვდე­ბა, რათა "ვნა­ხოთ შეგ­ვიძ­ლია თუ არა რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ამ “სა­მარ­ცხვი­ნო” ომის დას­რუ­ლე­ბა“. ამას­თან, ტრამ­პი აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­რი­ღი უც­ნო­ბია. ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, სჯე­რა, რომ დღე­ვან­დე­ლი სა­უბ­რით დიდი პროგ­რე­სი იქნა მიღ­წე­უ­ლი.

ამას­თან, ტრამ­პი აღ­ნიშ­ნავს, რომ ხვალ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან გა­ნი­ხი­ლავს პუ­ტინ­თან სა­უბ­რის სა­კი­თხებს.“ამ წამს და­ვას­რუ­ლე რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი, ის ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყო.

პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა მე და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში დიდი მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვა მოგ­ვი­ლო­ცა, ის, რა­ზეც, მისი თქმით, ის სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ოც­ნე­ბობ­და. ნამ­დვი­ლად მჯე­რა, რომ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში წარ­მა­ტე­ბა და­ეხ­მა­რე­ბა ჩვენს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს რუ­სეთ/უკ­რა­ი­ნის ომის და­სას­რუ­ლის მიღ­წე­ვას. პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პირ­ველ ლე­დის, მე­ლა­ნი­ას, ბავ­შვებ­ზე მისი ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის. ის ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი იყო და თქვა, რომ ეს გაგ­რძელ­დე­ბა.

ასე­ვე, სა­უბ­რის დრო­ის დიდი ნა­წი­ლი გა­ვა­ტა­რეთ რუ­სეთ­სა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის ვაჭ­რო­ბის სა­კი­თხზე მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნას­თან ომი დას­რულ­დე­ბა. სა­უბ­რის და­სას­რულს შევ­თან­ხმდით, რომ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მა­ღა­ლი დო­ნის მრჩევ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა, შემ­დეგ კვი­რას.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პირ­ველ შეხ­ვედ­რებს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მარ­კო რუ­ბიო უხელ­მძღვა­ნე­ლებს სხვა ხალ­ხთან ერ­თად, ვინც დად­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბი­ან. შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი გა­სარ­კვე­ვია.

ამის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი და მე წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბულ ად­გი­ლას შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს, ბუ­და­პეშ­ტში, უნ­გრეთ­ში, რათა ვნა­ხოთ შეგ­ვიძ­ლია თუ არა რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ამ “სა­მარ­ცხვი­ნო” ომის დას­რუ­ლე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი და მე ერ­თმა­ნეთს ხვალ, ოვა­ლურ ოფის­ში შეხ­ვდე­ბით, სადა პრე­ზი­დენტ პუ­ტინ­თან ჩემს სა­უ­ბარ­სა და ბევრ სხვა სა­კითხს გან­ვი­ხი­ლავთ. მჯე­რა, რომ დღე­ვან­დე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რით დიდი პროგ­რე­სი იქნა მიღ­წე­უ­ლი”, - წერს ტრამ­პი.