ვინ გამორბის საქართველოში?! - ლტოლვილის და ჰუმანიტარულის სტატუსი 31 უცხოელს მიენიჭა - კვირის პალიტრა

ვინ გამორბის საქართველოში?! - ლტოლვილის და ჰუმანიტარულის სტატუსი 31 უცხოელს მიენიჭა

2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ლტოლვილის სტატუსი 11 უცხოელს, ხოლო ჰუმანიტარულის სტატუსი უცხოეთის 20 მოქალაქეს მიენიჭა. შსს-ს ინფორმაციით, სტატუსი ძირითადად უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეებმა მიიღეს.

კერძოდ, შსს-ს სტატისტიკით 2025 წლის 9 თვეში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა თურქეთის შვიდ მოქალაქეს, რუსეთის - ერთ მოქალაქეს, დაუდგენელი მოქალაქეობის იყო - 2 და ერთი კი ორმაგი მოქალაქე.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ სტატუსს, აქ ლიდერი უკრაინაა - მიმდინარე წლის სამ კვარტალში საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი უკრაინის 14-მა მოქალაქემ მიიღო, სტატუსი მიენიჭა თურქეთის და რუსეთის 2-2 მოქალაქეს, ერთის მოქალაქეობა დაუდგენელი იყო, კიდევ ერთს კი ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა.

ცნობისთვის, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და აკმაყოფილებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს: იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.

განაგრძე კითხვა