(VIDEO) ოჯახი ნიკოლოზ ბასილაშვილის გასამხნევებლად - გულისამაჩუყებელი კადრები კორტებიდან - კვირის პალიტრა

(VIDEO) ოჯახი ნიკოლოზ ბასილაშვილის გასამხნევებლად - გულისამაჩუყებელი კადრები კორტებიდან

ქართველი ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის მონაწილეა. მთელი ტურნირის განმავლობაში ნიკოლოზი შესანიშნავი უპირატესობით სარგებლობს. მატჩის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა კადრმა განსაკუთრებული ემოციები გააღვიძა გულშემატკივარში. ტურნირს ნიკოლოზის დედა და შეყვარებული ესწრებოდნენ. ნიკოლოზის ნომერი პირველი გულშემატკივრები სწორედ მისი ოჯახია და ამ კადრებით კიდევ უფრო ნათლად ჩანს, როგორ გვერდში უდგანან სპორტსმენს და რამდენად თბილი დამოკიდებულება აქვთ.

ნიკოლოზის შეყვარებული შარლოტა ელენაა, რომელიც მუდმივად მის გვერდითაა და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზის ასისტენტობას.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და შარლოტა ელენა ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოში არამხოლოდ მისი სპორტული კარიერის, არამედ ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამოც იცნობენ, რამდენიმე წლის წინ მისმა ყოფილმა მეუღლემ, მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ხანგრძლივი და დაძაბული განხილვების შემდეგ, რომლებსაც მედიაც აქტიურად აშუქებდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა.

მოწმის სახის დასაკითხად საქართველოში იმყოფებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული, წარმოშობით გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ელენაც. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

გააგრძელეთ კითხვა