"არ ვი­ყა­ვი უსაფრ­თხოდ, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად და ფინანსურადაც. საკუთარი თავი უნდა გადამერჩინა" - კიმ კარდაშიანი ქანიესთან განშორების შესახებ - კვირის პალიტრა

"არ ვი­ყა­ვი უსაფრ­თხოდ, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად და ფინანსურადაც. საკუთარი თავი უნდა გადამერჩინა" - კიმ კარდაშიანი ქანიესთან განშორების შესახებ

კიმ კარ­და­ში­ან­მა პოდ­კას­ტში "Call Her Daddy“ ქა­ნიე უეს­ტან და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. რო­გორც რე­ა­ლი­თი შოუს ვარ­სკვლავ­მა აღ­ნიშ­ნა, ქორ­წი­ნე­ბა ბოლო ეტაპ­ზე "ზედ­მე­ტად ტოქ­სი­კუ­რი" გახ­და.

"ბევ­რი რამ იყო, რას­თა­ნაც შე­გუ­ე­ბა არ მინ­დო­და... არ მომ­წონ­და, რომ ვი­ღაც ცუ­დად ლა­პა­რა­კობ­და ჩემი შვი­ლე­ბის ბე­ბი­ა­ზე, დე­ი­დებ­ზე (გუ­ლის­ხმობს ქა­ნი­ეს). სტა­ბი­ლუ­რო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა დიდი პრობ­ლე­მა იყო. ვფიქ­რობ, რო­დე­საც ვინ­მეს ფსი­ქი­კუ­რი ტრავ­მა აქვს, გინ­და მხა­რი და­უ­ჭი­რო, და­ეხ­მა­რო, მას­თან ერ­თად მო­აგ­ვა­რო პრობ­ლე­მა და გვერ­დით და­უდ­გე, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მზად არ არის, ეს ნამ­დვი­ლად არ­თუ­ლებს ურ­თი­ერ­თო­ბებს. რო­გორც კი იმ წერ­ტილს მი­აღ­წევ, სა­დაც გრძნობ, რომ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა ან გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, მა­შინ უნდა წახ­ვი­დე

როცა შვი­ლე­ბი გყავს, წას­ვლა კი­დევ უფრო რთუ­ლია, ეს ყვე­ლას ცხოვ­რე­ბას ცვლის სა­მუ­და­მოდ. როცა მიხ­ვდე­ბი, რომ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ, უნდა მი­ი­ღო სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­გორ გა­აგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა. ეს ძა­ლი­ან მძი­მე რე­ა­ლო­ბაა, რომ­ლის მი­ღე­ბაც ად­ვი­ლი არ არის.

გააგრძელეთ კითხვა