"350-მდე სტუმარი იყო, ჩვენი ოცნების ქორწილი რეალობად ვაქციეთ. სამი თვე ვგეგმავდით" - გრანდიოზული წვეულება და ვარსკვლავთცვენა ქუთაისში, რომელმაც საზოგა - კვირის პალიტრა

"350-მდე სტუმარი იყო, ჩვენი ოცნების ქორწილი რეალობად ვაქციეთ. სამი თვე ვგეგმავდით" - გრანდიოზული წვეულება და ვარსკვლავთცვენა ქუთაისში, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა

"წლის გრანდიოზული ქორწილი, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა! დარბაზი დამშვენებული იყო ყვავილებით, საოცარი დიზაინით მორთული: ნაზად შერწყმული პასტელის ფერები, ცოცხალი ყვავილებით და განათებით, რომელიც ქმნიდა ზღაპრულ ატმოსფეროს. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ამაღელვებელი მომენტი იყო უზარმაზარი ტორტი, რომელიც სტუმრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დარჩა... საღამოს კულმინაცია კი გახდა ნამდვილი ვარსკვლავთცვენა!საზეიმო საღამოს მუსიკალურად ამშვენებდნენ საქართველოს ყველაზე საყვარელი შემსრულებლები ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, ანსამბლი შვიდკაცა, ნიკა არაბიძე, დავით არჩვაძე და სხვა ცნობილი სახეები, რომლებმაც ქორწილი ნამდვილ გალაქტიკად აქციეს!" - წერს პროდიუსერი, პიარის სპეციალისტი - კოკი ფერაძე ფანგანი, მარი ბაზაძისა და გიორგი ნიჟარაძის ქორწილის შესახებ...

ულამაზესი პატარძალი ულამაზესი ლავსთორისა და გრანდიოზული ქორწილის შესახებ თავად გვიამბობს...

- ჩვენ ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო. ორი კვირის შემდეგ, მე და ჩემი დაქალი ავსტრიაში მივფრინავდით, გიორგიმ კი გადაწყვიტა ჩუმად წამოსულიყო, სიურპრიზი გამიკეთა და ერთად გავფრინდით ვენაში. აეროპორტში, დიუტიფრიში დავინახე გიორგი და მაშინ მივხვდი, რომ მოფრინავდა, მანამდე ვერ მივხვდი. მაშინ ვიგრძენი პირველად გულწრფელი სიმპათია და სიხარული მისგან. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი სიყვარულის ამბავი.

პირველი მოგზაურობა ერთად, ეს ნიშნავს შეუცვლელ მოგონებებს, ემოციებს, გრძნობებს. როცა გრძნობ შენს მნიშვნელობას ადამიანის გულში. გაცნობიდან 5-თვეში დამნიშნა.

- რა პროფესიებს ემსახურებით?

- მე ბორტგამცილებელი ვიყავი, ახლა წამოვედი, გიო ოჯახის ბიზნესშია ჩართული...

b0c1e9c7-cbca-413d-b9b9-706b52fcf9c0-1760732958.jpg

- გვიამბეთ თქვენს ულამაზეს ქორწილზე...

- ქორწილს დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ვგეგმავდით. ძალიან ბევრი სირთულე და პასუხისმგებლობა ახლავს თან, ასევე, უზღვავი ემოცია. ჩვენმა ოჯახებმა მაქსიმალური ენერგია, დრო და რესურსი ჩადეს ამ დღის ორგანიზებაში, სწორედ მშობლების წყალობით და მხარში დგომით შედგა "წლის ქორწილი". მთავარია, სწორი ადამიანები გყავდეს გვერდით და ყველაფერი ზუსტად ისე გამოვა, როგორც დაგეგმილი გაქვს ადამიანს. ძალიან გამიმართლა ჩემი და გიორგის ოჯახის წევრებში, "ძალა ერთობაშია"-ს პრინციპით, ჩვენი ოცნების ქორწილი რეალობად ვაქციეთ...

დიზაინერი ნათია გურეშიძე ნამდვილი ზღაპრის გმირია. წინა დღით, რესტორანში სხვა ქორწილი იყო და ფაქტობრივად, მხოლოდ რამდენიმე საათი ჰქონდა ამ საოცრების შესაქმნელად. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად იშრომა და მაინც შეძლო სტუმრების და ჩვენი გაოცება და აღფრთოვანება, თითოეული დეტალი და მთლიანი დიზაინი ულამაზესი იყო!მომღერლებს რაც შეეხება, გადავწყვიტეთ, ყველასთვის საყვარელი ადამიანები ყოფილიყვნენ ჩვენ გვერდით ამ დღეს - ლელა წურწუმია, ანსამბლი "შვიდკაცა", მერაბ სეფაშვილი, დათო არჩვაძე...

კაბა ზუსტად ისეთი შემიკერეს, როგორიც მინდოდა და წარმოდგენაში მქონდა.

350 კაცამდე იყო, ყველაფერი იმაზე უკეთ წარიმართა ვიდრე ჩაფიქრებული იყო, ქორწილში ასევე გვყავდა მოწვეული წამყვანი ნიკა არაბიძე, რომელმაც კიდევ უფრო გაგვილამაზა ეს დღესასწაული, belly dancer - მოცეკვავე, სახელმწიფო ანსამბლის უკარგესი სოლისტები.

ყველამ დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ზღაპრულად ჩატარებაში!

(სპეციალურად საიტისთვის)