"ძალიან ბანალური ისტორიაა - მათ მოსთხოვეს ფული, მაგრამ არ მოიტანეს და ახლა იჭერენ" - როგორია გია ხუხაშვილის პოლიტიკური ანალიზი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკაზე?
კარგა ხნის განმავლობაში მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა, რომ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის თავს შავი ღრუბლები იყრიდა თავს და რომ მათი დაჭერაც კი არ იყო გამორიცხული. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
მიმდინარე პროცესებზე კომენტარი ვთხოვეთ ექსპერტ გია ხუხაშვილს, რომელიც მომხდარს იმას უკავშირებს, რომ ამ მაღალჩინოსნებმა "ბიძინას სალარო არ შეავსეს“ და ეს არის კობახიძის ერთგვარი თამაში მეფის კარზე:
"ეს ინფორმაცია, ისინი შეიძლება დააკავონ, დიდი ხანია ტრიალებს, შესაბამისად, ეს ჩხრეკები განსაკუთრებული სიურპრიზი არ არის. ეს ძალიან ბანალური ისტორიაა - მათ მოსთხოვეს ფული, მაგრამ არ მოიტანეს და ახლა იჭერენ. ზოგადად რომ ვთქვათ, სისტემა არის ერთგვარი ურჩხული, რომელსაც მუდმივად კვება სჭირდება და როდესაც მას საკვები ელევა, ის საკუთარი სხეულის ჭამას იწყებს. ახლა ამ პროცესში ვართ და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვინ არის და ვინ ვისი კაცია, ეს კანონზომიერებაა. გასაგებია, რომ ამათ ახლა არ აღმოუჩენიათ კორუფცია, კორუფციასთან ბრძოლასთან არ გვაქვს საქმე. კორუფცია, თავისთავად, სისტემის შემადგენელი ნაწილია, ის კორუფციაზე დგას და მის გარეშე ვერ იარსებებს. რა გგონიათ, ღარიბაშვილს და ლილუაშვილს თუ დაიჭერენ, მათ ადგილზე ვინც მოვლენ, ისინი მერე კორუფციაში არ იქნებიან? ისინიც იქნებიან იმიტომ, რომ ავტორიტარული სისტემის მდგრადობა მხოლოდ კორუფციით შეიძლება იქნას შენარჩუნებული, სხვანაირად შეუძლებელია". ვრცლად