"თუ ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ა.შ. აღმოჩნდნენ მოღალატები - ძალიან ცუდია" - რას წერს ლალი მოროშკინა
გუშინ მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული კიდევ ხუთი ადამიანის სახლებში - 22 ადგილას - ჩხრეკა ჩატარდა.
მიმდინარე მოვლენებს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"ზოგმა პეპლებზე წერა დაიწყო, ზოგმა პირი ამოიკერა,ზოგიც თავს იმართლებს :- კი მიყვარდა, მაგრამ ახლა ოოოოო...რას ხლართავთ ამდენს ადამიანებო?ნუთუ ასე რთულია სიმართლის თქმა? თუ, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ა.შ. აღმოჩნდნენ მოღალატები - ძალიან ცუდია. თუ გამართლდნენ - ძალიან კარგია.მთელი საქართველოს ისტორია ღალატი და ორპირობაა.რაც თავი მახსოვს, ერთ წრეზე ვტრიალებთ.მთავარია ამ ლაბირინთში ადამიანობა არ დავკარგოთ,ცდუნება კი დიდია...

P.S. ხშირად მიფიქრია,ეტყობა რაღაცას არასწორად ვაკეთებ, 55 წლის ასაკში ვირული შრომის მიუხედავად, ამხელა საბანკო დავალიანება რომ მაქვს.არაფერიც!სამაგიეროდ " პირადი ჩხრეკის" დამცირება არასოდეს "მეჯღანება"- წერს ლალი მოროშკინა.