სამი წარუმატებელი ქორწინება და ბოლო წუთს ჩაშლილი ქორწილი ქართველ მოციგურავესთან - "საშიში ქალი" მოსკოვური ელიტიდან, რომელმაც მიხალკოვის ქალიშვილს ქართველი ქმარი "წაართვა"
მას შემდეგ, რაც ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილს ქართველი ქმარი "წაართვა", "საშიში ქალი" შეარქვეს. მართალია, ამ ამბიდან რამდენიმე წელი გავიდა, ქართველ ქმარსაც დაშორდა და მეოთხედ იქორწინა, მაგრამ ნადეჟდა ობოლენცევას სახელი ყვითელი მედიის სათაურებში ძველებურად ჩნდება.
საშიში ქალი და მოსკოვური ტრადიციების მემკვიდრე
ნადეჟდა ობოლენცევა დაიბადა მოსკოვში, დიპლომატის ოჯახში. ის ბავშვობიდან ინტელიგენტურ წრეში ტრიალებდა, სადაც კლასიკას კითხულობდნენ და პოლიტიკაზე საუბრობდნენ. გოგონამ დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიიღო ორი უმაღლესი განათლება, იცოდა, როგორ მოქცეულიყო საზოგადოებაში და როგორ მოეხდინა შთაბეჭდილება საჭირო ადამიანზე.

დროთა განმავლობაში, წყნარი "კარგი ოჯახის მოსკოველი გოგოდან" ის საერო ხატად იქცა. თანამოაზრეებთან ერთად მან შექმნა ინტელექტუალური კლუბი „418“. იქ დადიოდნენ ისინი, ვინც ამჯობინებდა საუბარს არა მხოლოდ მოდაზე, არამედ ცხოვრების აზრზე, ფილოსოფიაზე. მათ შორის იყვნენ - სვეტლანა ბონდაჩუკი, ქსენია სობჩაკი და ელიტის სხვა წარმომადგენლები.
ობოლენცევას რუსები ლილი ბრიკს ადარებდნენ - იდუმალს, დამოუკიდებელს, არაპროგნოზირებად ქალს, რომელიც მაიაკოვსკის მუზა გახლდათ. ბრიკის მსგავსად, ნაძეჟდაც უშვილოა. ის თავის ცხოვრებაში მუდმივად იდეალურ პარტნიორებს ეძებდა და პოულობდა. მისი სილამაზე კლასიკურად ვერ ჩაითვლება. მაგრამ მასში არის ის, რაც იზიდავს საპირისპირო სქესს - თავდაჯერებულობა, შინაგანი ძალა... ძლიერი მამაკაცები, როგორც ჩრჩილი, მისკენ მიფრინავდნენ.
სიყვარული, ფული და იმედგაცრუება
ობოლენცევას პირველი გახმაურებული გატაცება იყო ქართული წარმოშობის მოციგურავე ანტონ სიხარულიძე. თითქოს ქორწილი ახლოს იყო, მაგრამ მალე წყვილი დაშორდა. სიხარულიძის შემდეგ ნადეჟდას გვერდით გამოჩნდა მეწარმე დენის მიხაილოვი. ნადეჟდა ფუფუნებაში ცხოვრობდა, როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, მამაკაცმა "შუშის სასახლე“ აუშენა. მაგრამ ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა: ობოლენცევა მისგან წავიდა, ისე რომ არც აუხსნია. გააგრძელეთ კითხვა