"მანგოს" დამფუძნებელი, რომელიც გასულ წელს სიმაღლიდან გადავარდა, შესაძლოა შვილმა მოკლა" - მედია სკანდალურ დეტალებზე წერს - კვირის პალიტრა

"მანგოს" დამფუძნებელი, რომელიც გასულ წელს სიმაღლიდან გადავარდა, შესაძლოა შვილმა მოკლა" - მედია სკანდალურ დეტალებზე წერს

ბიზ­ნეს­მე­ნი ისაკ ან­დი­ჩი, გა­სულ წელს, ბარ­სე­ლო­ნას მახ­ლობ­ლად და­ი­ღუ­პა. მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უდი­დე­სი მო­დის ბრენ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, 150 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მისი და­ღუპ­ვა უბე­დურ შემ­თხვე­ვად შე­ა­ფა­სა.

თუმ­ცა, 10-თვი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, გა­ზე­თი "La Vanguardia" წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ან­დი­ჩის ვაჟი, რო­მე­ლიც მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ "მან­გოს“ საბ­ჭოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად და­ი­ნიშ­ნა, პო­ტენ­ცი­ურ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი ტრა­გე­დი­ის დროს პო­ლი­ცი­ის­თვის მი­ცე­მუ­ლი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ჩვე­ნე­ბე­ბის გამო.

screenshot-2025-10-18-202259-1760804736.png

ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, ჯო­ნა­თან ან­დიჩ­მა, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თი მოწ­მე იყო, პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ მა­მა­მი­სის წინ მი­დი­ო­და ვიწ­რო ლეს ფე­ი­შა­დეს ბი­ლიკ­ზე - მარ­შრუტ­ზე, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შად" მი­იჩ­ნევს.

გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა წყა­რო­ებ­მა გა­მო­ცე­მა El Pais-ს ასე­ვე გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ჯო­ნა­თა­ნის მიერ მოყ­ვა­ნი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ვერ­სია შე­საძ­ლოა არ ემ­თხვე­ო­დეს ად­გილ­ზე მო­პო­ვე­ბულ სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. გააგრძელეთ კითხვა