"მანგოს" დამფუძნებელი, რომელიც გასულ წელს სიმაღლიდან გადავარდა, შესაძლოა შვილმა მოკლა" - მედია სკანდალურ დეტალებზე წერს
ბიზნესმენი ისაკ ანდიჩი, გასულ წელს, ბარსელონას მახლობლად დაიღუპა. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მოდის ბრენდის დამფუძნებელი, 150 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მაშინ ხელისუფლებამ მისი დაღუპვა უბედურ შემთხვევად შეაფასა.
თუმცა, 10-თვიანი გამოძიების შემდეგ, გაზეთი "La Vanguardia" წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ანდიჩის ვაჟი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ "მანგოს“ საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, პოტენციურ ეჭვმიტანილად იქნა მიჩნეული ტრაგედიის დროს პოლიციისთვის მიცემული ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გამო.

ტრაგედიის შემდეგ, ჯონათან ანდიჩმა, რომელიც ერთადერთი მოწმე იყო, პოლიციას განუცხადა, რომ მამამისის წინ მიდიოდა ვიწრო ლეს ფეიშადეს ბილიკზე - მარშრუტზე, რომელსაც ხელისუფლება "განსაკუთრებით საშიშად" მიიჩნევს.
გამოძიებასთან დაკავშირებულმა წყაროებმა გამოცემა El Pais-ს ასევე განუცხადეს, რომ ჯონათანის მიერ მოყვანილი მოვლენების ვერსია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ადგილზე მოპოვებულ სასამართლო ექსპერტიზის მტკიცებულებებს. გააგრძელეთ კითხვა