"ახლაც ყურში ჩამესმის ექიმის კითხვა, ეს ერთი შვილი გყავთ?!" - დათის მძიმე დიაგნოზი, ბრძოლა და რთული დღეების პარალელურად დაწყებული საქმე - კვირის პალიტრა

"ახლაც ყურში ჩამესმის ექიმის კითხვა, ეს ერთი შვილი გყავთ?!" - დათის მძიმე დიაგნოზი, ბრძოლა და რთული დღეების პარალელურად დაწყებული საქმე

წე­ლი­წად ნა­ხევ­რის წინ, ჟურ­ნა­ლისტ თორ­ნი­კე ყა­ჯრიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბი და­ი­წყო. 4 წლის შვილს - დათი ყა­ჯრიშ­ვილს სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და. მა­მამ შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად ბევ­რი იბ­რძო­ლა. ოჯახ­მა უმ­ძი­მე­სი გზა გა­ი­ა­რა. თუ რო­გორ გრძნობს დღეს დათი თავს, რო­გო­რია ამ ეტაპ­ზე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ამ თე­მა­ზე თორ­ნი­კე ყა­ჯრიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბობს.

უამ­ბობს ასე­ვე მის იმ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ჩე­ნილ ჰობ­ზე, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში 15-თვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბი­სას და იმ რთუ­ლი დღე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩვენს კო­ლე­გას გა­უჩ­ნდა...

513081424-122110155122911355-3836968196172749217-n-1760805659.jpg

- გა­სუ­ლი წლის აპ­რი­ლის ბო­ლოს დათი კა­ხეთ­ში ჩემს მშობ­ლებ­თან მიმ­ყავ­და, ძა­ლი­ან უყ­ვარს იქ ყოფ­ნა. გზა­ში ბევ­რი ტკბი­ლე­უ­ლი ჭამა და აღე­ბი­ნა. ჩავ­თვა­ლე, რომ იმ ტკბი­ლე­უ­ლით მო­ი­წამ­ლა. ჩა­ვე­დით, დავ­ტო­ვე და ისევ თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი. ღე­ბი­ნე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე გა­უ­მე­ორ­და, - უბ­რა­ლო ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას აღარ ჰგავ­და, ღე­ბი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წა­მა­ლიც არ მოქ­მე­დებ­და. დე­და­ჩემ­მა და­მი­რე­კა, - გა­უ­წყლო­ე­ბა რომ არ და­ე­მარ­თოს, კლი­ნი­კა­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ, გა­დას­ხმას ვუ­კე­თებ­თო. გავ­ქან­დი და ზუს­ტად იმ დროს მი­ვე­დი კლი­ნი­კა­ში გა­დას­ხმა რომ დას­რულ­და. ბავ­შვი რომ წა­მო­ვა­ყე­ნე, თვა­ლი უეც­რად შიგ­ნით შე­უ­ვი­და - წა­მი­ე­რად და­ელმდა. პა­ნი­კა­ში ჩავ­ვარ­დი, - რა სჭირს-მეთ­ქი? – ვყვი­რო­დი. ექი­მე­ბი შე­მოც­ვივ­დნენ, სხვა­დას­ხვა ვერ­სია ჰქონ­დათ. არა­და, ანა­ლი­ზე­ბი წეს­რიგ­ში იყო.

caa2f986-ebc3-42db-a73f-07a12a9a59d6-38194-1760805659.jpeg

მერე თქვეს, მოდი, გა­დას­ხმის შემ­დეგ და­ვას­ვე­ნოთ, და­ი­ძი­ნოს, და­ვაკ­ვირ­დეთ და ვნა­ხო­თო. რომ გა­იღ­ვი­ძა, თვა­ლი უა­რე­სად ჰქონ­და. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, იქი­დან ღა­მე­ვე წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ და თა­ვის პე­დი­ატრთან მი­ვიყ­ვა­ნეთ. შე­ა­მოწ­მა, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო და სა­კონ­სულ­ტა­ცი­ოდ ნევ­რო­პა­თო­ლოგ­თან გაგ­ვიშ­ვა. ექიმ­მა ნევ­რო­ლო­გი­უ­რა­დაც ვე­რა­ფე­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა, მაგ­რამ სა­ში­ნე­ლი სი­ელ­მე ჰქონ­და და იმ სი­ელ­მემ გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა... მერე გვი­თხრეს მაგ­ნი­ტო რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია სას­წრა­ფოდ უნდა გა­კეთ­დე­სო. ნარ­კო­ზის გა­რე­შე ვერ გა­კეთ­დე­ბო­და, რად­გან ბავ­შვია, იმოძ­რა­ვებ­და და გა­უნ­ძრევ­ლად 45 წუთი ვერ გა­ჩერ­დე­ბო­და, რაც კვლე­ვას ხელს შე­უშ­ლი­და. მოკ­ლედ, და­ა­ძი­ნეს, ჩვენ გა­რეთ ვე­ლო­დე­ბო­დით. 15 წუთ­ში ექთა­ნი გა­მო­ვი­და და შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა, რომ ყა­ჯრიშ­ვი­ლის მშობ­ლებს ექი­მი ეძახ­და. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და... ახ­ლაც ყურ­ში ჩა­მეს­მის ექი­მის ის ინ­ტო­ნა­ცია და პირ­ვე­ლი კი­თხვა, რაც მეც და თა­კოს, და­თის დე­დას და­უს­ვა. ეს ერთი შვი­ლი გყავთ?! ამან სა­ე­როდ გა­მა­გი­ჟა და მო­ნი­ტორ­ზე გვაჩ­ვე­ნა რა­ღაც მრგვა­ლი სი­შა­ვე და გვი­თხრა, რომ სამ­წუ­ხა­როდ სიმ­სივ­ნეა. გააგრძელეთ კითხვა