„დოკუმენტების საცავი“ - სპეციალურად თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის! - კვირის პალიტრა

„დოკუმენტების საცავი“ - სპეციალურად თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის!

თითოეული ჩვენგანის ცხოვ­რების თანმდე­ვი ნაწილია ათას­გვარი დოკუმენტები თუ საბუთები - პი­რადი, ფინანსური, ტექნიკური თუ სამედიცინო. გარდა ამისა, წერილები, ფოტოები თუ ნახ­ატ­ები, რომლებიც ჩვენი ბავშვო­ბისა თუ ოჯახის ყველაზე თბილ მოგონებებს უკავშირდება და გვი­ყვარს.

წლების განმავლობაში ეს ყვე­ლაფერი იმდენი გროვდება, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგი იკარგება, ნაწილს გაჭირვებით ვპოულობთ, ზოგის არსებობის შესახებ კი საერ­თოდ აღარ გვა­ხსოვს.

სწორედ ამიტომ სპეციალურად თქვენთვის და თქვენი ოჯახის­თვ­ის შეიქმნა უნიკალური - „დოკ­უმ­ენტების საცავი“.

შესაბამისად, ერთად და საიმე­დოდ იქნება შენახული თქვენი და/ან თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი დოკუმენტები. მაგალითად, დაბადების მოწმობა, სხვა მოწმობები, სერტიფიკატი, დიპლომი, საგარანტიო საბუთები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ფო­ტო, ოჯახის გენეალოგია და სხვა.

ასევე, სპეციალურად თქვენ­თვის - გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გე­ლოდებათ სიურპრიზი, რაც და­გეხმარებათ იმის გადაწყვეტაში, თუ პირველი რა შეინახოთ „დოკ­უმენტების საცავში“.

dsc-0292-1759701898.jpg

„კვირის პალიტრის“ ამ ნომრეში დაგხვდებათ კონვერტი და ბარა­თი, „გზავნილი მომავალში“. პრო­ექტი, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა და ყვე­ლა მსურველმა ვერ მოასწრო გზა­ვნილის სახელმწიფო არქივში შე­ნახვა.

გექნებათ შესაძლებლობა, შვი­ლებს, შვილიშვილებს, შვილ­თა­შვილებს, მეუღლეს ან ოჯახის ნე­ბისმიერ წევრს მისწეროთ წერილი მომავალში. შეიძლება თავად მო­იფიქროთ რაიმე კრე­ატიული გზა­ვნილი, რომელიც გი­ნდათ მო­მავალში რომელიმე პიროვნებამ ნახოს.

მიუთითებთ თარიღს, როდესაც ადრესატმა უნდა გახსნას წერილი. წერილი გაიხსნება თქვენთვის სა­სურველ დროს - მაგ. 1, 5, 10... ან სულაც 100 წლის შემდეგ.

1-1759701898.jpg

გაზეთში მითითებული ინსტრუ­ქციის მიხედვით, ამოჭრით და დაა­მზადებთ კონვერტს და შეინახავთ თქვენს „დოკუმენტების საცავში“.

„დოკუმენტების საცავი“ დამზა­დებულია ისეთი მასალისგან, რო­მელიც საიმედოდ გაძლებს მრა­ვალ ათეულ და ასეულ წელსაც კი.

„დოკუმენტების საცავის“ შეძე­ნას 20 ოქტომბრიდან, პირველ ეტაპზე, ჩვენი მკითხველი შეძლებს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. სპეციალურ, შეღავათიან ფასად.