"გერმანიამ თვეების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ელჩი გაიწვია, ეს არ არის ევროპის მხრიდან ზურგის შექცევა" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი? - კვირის პალიტრა

"გერმანიამ თვეების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ელჩი გაიწვია, ეს არ არის ევროპის მხრიდან ზურგის შექცევა" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი?

გერმანიამ თვეების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ელჩი პეტერ ფიშერი გაიწვია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, გერმანიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ევროპამ საქართველოს ზურგი აქცია.

„ეს არ არის ევროპის მხრიდან ზურგის შექცევა - ეს არის საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნებიდან გადახვევა. თუმცა, ქართველი ხალხი მაინც ირჩევს ევროპას, ყოველდღე, გამბედაობითა და იმედით“, - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.