"უკვე სამი კვირაა კლინიკაშია" - ლეგენდარული მსახიობი, ბრიჯიტ ბარდო ჰოსპიტალიზებულია
ლეგენდარულ კინოვარსკვლავს, 91 წლის ბრიჯიტ ბარდოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.
ფრანგული მედიის ცნობით, მსახიობი თითქმის სამი კვირაა საფრანგეთის ქალაქ ტულონში საავადმყოფოში იმყოფება. როგორც გამოცემა Var-Matin წერს, ბარდოს იქაურ კერძო საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, "სერიოზული ავადმყოფობის გამო“.
წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, მსახიობის მდგომარეობა "საგანგაშოა“, მაგრამ ამავდროულად, თქვეს, რომ სავარაუდოდ მას კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაწერენ. გააგრძელეთ კითხვა