პოლიციამ მომიტინგეებს, რომელთაც რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან - კვირის პალიტრა

პოლიციამ მომიტინგეებს, რომელთაც რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან

აქციის მონაწილეებს, რომელთაც ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს, პოლიციამ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„მოგიწოდებთ გადახვიდეთ გზის სავალი ნაწილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - მიმართა პოლიციამ მომიტინგეებს.

აღნიშნულ მოწოდებას მოქალაქეები სტვენით და შეძახილებით შეხვდნენ, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა კვლავ გადაკეტილია.