ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა - კვირის პალიტრა

ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა

თბილისის "დინამოს" 100 წლისთავთან დაკავშირებით ლეგენდების მატჩში "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა.

პირველი ტაიმი სტუმრების უპირატესობით წარიმართა და წინ ორბურთიანი სხვაობით გავიდნენ.

26-ე წუთზე ანგარიში რაიან ბაბელმა გახსნა, ხოლო სხვაობა ორამდე რიკარდო ვან რიინმა გაზარდა.

მეორე ტაიმი დინამოელთათვის შედეგიანად დაიწყო: გიორგი დემეტრაძე საკუთარ საჯარიმოში მეკარემ წააქცია, ხოლო თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა შეასრულა – 1:2.

ათწუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიქი შეასრულა გიორგი მერებაშვილმა. ხოლო საბოლოო ანგარიში ალექსანდრე იაშვილმა დააფიქსირა და "დინამომ" 5:2 გაიმარჯვა. წყარო