მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექი, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები - დღეს ამინდი მკვეთრად უარესდება
დღეს, 20 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე დაბალი)" - ნათქვამია ინფორმაციაში.