19 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ საბა ჯაფარიძეს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

19 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ საბა ჯაფარიძეს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბა ჯაფარიძეს, რომელიც 19 ოქტომბერს აქციასთან დაკავშირებით დააკავეს, 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

საბა ჯაფარიძე დღეს დილით დააკავეს, მას სახის დაფარვას ედავებიან.

19 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ამ დროისთვის, სამართალდამცავებს 5 პირი - საბა ჯაფარიძე, თემურ სარალიძე, თამარ თორთალძე და ნინო ბერუაშვილი ჰყავთ დაკავებული, მათ შორისაა, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილიც.

"ინტერპრესნიუსი"