მამა-შვილი დაჭრეს - რა მოხდა ბათუმში? - კვირის პალიტრა

მამა-შვილი დაჭრეს - რა მოხდა ბათუმში?

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მამა-შვილი დაჭრეს. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

დაჭრის ფაქტი გუშინ მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"