ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ ჟურ­ნა­ლის­ტი ქეთა ციცქიშ­ვი­ლი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო.

მო­სა­მარ­თლე კობა ჩა­გუ­ნა­ვას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას 5-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა გა­ნე­სა­ზღვრა. ჟურ­ნა­ლისტს შსს გზის გა­და­კეტ­ვას ედა­ვე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ყვე­ლა­ზე მკაც­რი სას­ჯე­ლის - ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და. მას მი­აჩ­ნდა, რომ არ უნდა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბა. ამას­თან, მათი მტკი­ცე­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნი­ე­რად შე­უძ­ლია ქეთა ციცქიშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ციცქიშ­ვი­ლი მცი­რე წლო­ვა­ნი შვი­ლის დე­დაა, რად­გან ციცქიშ­ვი­ლის შვილს 3 ოქ­ტომ­ბერს შე­უს­რულ­და 12 წელი, ხოლო მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მშობ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით პა­ტიმ­რო­ბა და­საშ­ვე­ბია.