ოთხმა მოზარდმა გოგონამ მოლარესა და კონსულტანტს სცემა - რა მოხდა ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში - კვირის პალიტრა

ოთხმა მოზარდმა გოგონამ მოლარესა და კონსულტანტს სცემა - რა მოხდა ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში

ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ ერთ-ერთ სუპერმარკეტში არასრულწლოვნები მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე არასრულწლოვანმა ალკოჰოლური სასმელის ქურდობა სცადა, რისი აღკვეთაც მაღაზიის თანამშრომლებმა სცადეს. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, მათ არასრულწლოვნები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარი ფაქტის შემდეგ, მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"