"1703 წლამდე ლაზეთი - დღევანდელი რიზეს ტერიტორია ნახევრად ქრისტიანული იყო"- რა სენსაციური დეტალები იპოვეს ოსმალეთის იმპერიის დროინდელ ბათუმის ოლქის დავთარში? - კვირის პალიტრა

"1703 წლამდე ლაზეთი - დღევანდელი რიზეს ტერიტორია ნახევრად ქრისტიანული იყო"- რა სენსაციური დეტალები იპოვეს ოსმალეთის იმპერიის დროინდელ ბათუმის ოლქის დავთარში?

"ბა­თუ­მის შე­სა­ხებ არ­ქი­ვის კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და გა­მო­ი­ცა ბა­თუ­მის ოლ­ქის (თურ­ქე­თის ანუ ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ოლქი) დავ­თა­რი. დავ­თა­რი სენ­სა­ცი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ებს შე­ი­ცავს,“ - გვე­უბ­ნე­ბა პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძე, კავ­კა­სი­ე­ლი ხალ­ხე­ბის ეთ­ნო­გე­ნე­ზი­სის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის დი­ექ­ტო­რი. გიორ­გი ან­დრი­ა­ძე აღ­ნიშ­ნულ დავ­თარ­ში არ­სე­ბულ სენ­სა­ცი­ურ ეპი­ზო­დებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და ამის შე­სა­ხებ გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას.

- ბა­თუ­მის ოლქი რე­ა­ლუ­რად ბა­თუმ-ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯა­ყი იყო. და­ახ­ლო­ე­ბით რი­ზემ­დე არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია ბა­თუმს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, რაც ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ლა­ზე­თია. რო­დე­საც 1703 წელს ბა­თუ­მის სან­ჯა­ყის ოლ­ქის აღ­წე­რა ჩა­ტარ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ლა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ის და მისი მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რა მოხ­და. აქ კი სენ­სა­ცი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვა­წყდე­ბით - 1703 წელს ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ოს­მა­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის მიერ, მუს­ლი­მუ­რი და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა. ქრის­ტი­ა­ნულ მო­სახ­ლე­ო­ბა ბაშ­თი­ნად იწო­დე­ბა ე.ი. მუს­ლი­მან ლა­ზებს ჰქვი­ათ მუს­ლი­მუ­რი სა­ხე­ლე­ბი, მაგ­რამ გვა­რე­ბი ისევ ლა­ზუ­რი აქვთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი არ არი­ან თურ­ქე­ბი. არი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი ლა­ზე­ბი, ხოლო ბაშ­თი­ნას, ანუ ქრის­ტი­ანს სა­ხე­ლე­ბი ჯერ კი­დევ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ჰქვი­ათ. მაგ­რამ არა ბერ­ძნუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი...

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ვი­ღა­ცებს ჰგო­ნი­ათ და ამ­ბობ­დნენ, რომ ისი­ნი ბერ­ძნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იყ­ვნენ. მა­გა­ლი­თად, ბერ­ძნუ­ლად თევ­დო­რე თე­ო­დო­როსს ნიშ­ნავს, ბო­ლო­ში ბერ­ძნუ­ლი და­ბო­ლო­ე­ბა აქვს და სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ით­ქმის. აქ კი ასე­თი სა­ხე­ლე­ბი არ გვხდე­ბა, არის გი­ორ­გი, თევ­დო­რე, იო­ვა­ნე - ეს არ არის მხო­ლოდ წიგ­ნის მო­ნა­თხრო­ბი, მას თან ერ­თვის ამ აღ­წე­რის არ­ქი­ვის დედ­ნის ფო­ტოს-კო­პიო. ეს არის სქელ­ტა­ნი­ა­ნი წიგ­ნი, რად­გან მისი ნა­ხე­ვა­რი ფოტო-კო­პიო და ამის ნახ­ვა ყვე­ლას შე­უძ­ლია.

- ე.ი. პირ­ვე­ლი აღ­მო­ჩე­ნაა ის, რომ აღ­წე­რის მი­ხედ­ვით, ხალ­ხს ჰქვი­ათ ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბი?

- დიახ და თან ისე­თი ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ხე­ლე­ბი, რო­მე­ლიც ამ რე­გი­ო­ნის­თვის არ უნდა იყოს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, მა­გა­ლი­თად, სა­ხე­ლი შალ­ვა. იქ არის კი­დევ ორი­გი­ნა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი ყვარ­ყვა­რე - მეს­ხე­თის მხა­რე­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ოს­მა­ლებ­მა ვერ გა­ი­გეს და და­წე­რეს, რო­გორც ღორ­ღო­რა, ანუ ყ არ ჰქონ­დათ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ან­თრო­პო­ნი­მებ­თან გვაქვს საქ­მე.

აქ­ვეა მე­ო­რე უფრო სა­ინ­ტე­რე­სო თემა - ხდე­ბა იმის აღ­წე­რა, ადა­მი­ა­ნებ­მა სულ­თნის ხა­ზი­ნა­ში რამ­დე­ნი უნდა გა­და­ე­ხა­დათ. და­ბეგ­რი­ლია სი­მინ­დი, ფეტვი, ხილი, თევ­ზი, სა­ქო­ნე­ლი და ამ სა­ქო­ნელ­ში ვხვდე­ბით ბე­გა­რას ღორ­ზე. 1703 წელს ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სოფ­ლე­ბის ნა­ხე­ვარ­ში ფიქ­სირ­დე­ბა ღორი. არა­და, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ღორს მხო­ლოდ ქრის­ტი­ა­ნე­ბი ჭა­მენ.

ასე­ვე არ­სე­ბობს ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა, - გა­და­სა­ხა­დი ღვი­ნო­ზე. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 1703 წელს გა­მო­დის, არ­სე­ბობ­და ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა და იქა­უ­რი ქრის­ტი­ა­ნე­ბი იხ­დიდ­ნენ გა­და­სა­ხადს ღვი­ნო­ზე. მთა­ვა­რი ის არის, რომ ეს ქრის­ტი­ა­ნე­ბი მუს­ლი­მებ­თან ერ­თად, ერთ სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­დნენ.

- და ინარ­ჩუ­ნებ­დნენ სარ­წმუ­ნო­ე­ბას და თა­ვის წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს?

- ასეა... ამ აღ­წე­რის მი­ხედ­ვით ყვე­ლა სო­ფე­ლი ორა­დაა გა­ყო­ფი­ლი - მუს­ლი­მე­ბი და ქრის­ტი­ა­ნე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, კი­დევ ერთი ყვე­ლა­ზე სენ­სა­ცი­უ­რი რამ ზო­გა­დად ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის­თვის, რომ იქ არ­ყის სახ­დე­ლი ფიქ­სირ­დე­ბა. გა­და­სა­ხა­დი არ­ყის სახ­დელ­ზე, რო­მე­ლიც სო­ფელ­ში ძა­ლი­ან ცოტა - ერთი ან ორი ყო­ფი­ლა.

არა­და, ჩვენ­თან ასე­თი წარ­მოდ­გე­ნა იყო, რომ არ­ყის გა­მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სებ­მა შე­მო­ი­ტა­ნეს.

წაიკითხეთ სრულად