ჟურნალისტს ცირა ჟვანიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა - კვირის პალიტრა

ჟურნალისტს ცირა ჟვანიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

ტელეკომპანია „ფორმულას“ სოციალური მედიის ჟურნალისტს ცირა ჟვანიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ცირა ჟვანიას შსს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის.

შსს-ს თანახმად, აქციის მონაწილეების მხრიდან ბოლო სამი დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

"ინტერპრესნიუსი"