პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის გასაპროტესტებლად აქციები თბილისში დღესაც გაიმართება - კვირის პალიტრა

პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის გასაპროტესტებლად აქციები თბილისში დღესაც გაიმართება

პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის გასაპროტესტებლად აქციები თბილისში დღესაც გაიმართება პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის გასაპროტესტებლად აქციები თბილისის რამდენიმე წერტილში დღესაც გაიმართება.

გუშინდელის მსგავსად საპროტესტო მიტინგები 15:00 საათზე, ერთდროულად 4 ადგილზე – გლდანის ციხესთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ე.წ. მოდულის შენობასთან და ფილარმონიასთან დაიწყება.

თბილისში საპროტესტო აქციების ტალღა შემზარავი ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ დაიგეგმა, რომელიც გლდანის #8 საპყრობილეში პატიმართა სასტიკად ცემის, წამებისა და გაუპატიურების ფაქტებს ასახავს. საპროტესტო აქციები აღნიშნულ წერტილებშო გუშინ დაიწყო და საღამოს დასრულდა. გვიანობამდე მიმდინარეობდა მიტინგი გლდანის ციხესთან.

ფილარმონიასთან დაგეგმილ აქციას დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

- "ეს უნდა დამთავრდეს" - აქცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან

- "ცოცხი მოვიდა, მიშა" - ხალხმრავალი აქცია მთავრობის კანცელარიასთან

- "ბაჩო, ადამიანები არ იჭმევა" - ბათუმის ციხესთან საპროტესტო აქცია გაიმართა

- პროტესტი ცოცხების დაწვით - სტუდენტების აქცია მოდულის შენობასთან